13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღე მშვიდად ჩაივლის. სასწრაფო და მოულოდნელი საქმეები არ გელით. ამიტომ დასვენებას და ისეთი საქმეების შესრულებას მოახერხებთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპი

მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობები. ბევრი ლაპარაკი სიკეთეს არ მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების შესრულებას; ახალი პროექტების განვითარებას.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, სასიყვარულო პარტნიორთანაც. გაიჩენთ თანამოაზრეებს და მათი დახმარებით ახლი საქმეების დაწყებას, პროექტების განხორციელებას შეძლებთ.

ლომი

ახლობლებისთვის საჩუქრების მირთმევის, სიურპრიზების გაკეთების სურვილი გაგიჩნდებათ. თუ საშუალება გაქვთ, მატერიალურად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.

ქალწული

დღეს უნდა შეასრულოთ ის საქმეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგიგროვდათ. დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს, სპეციალისტებს მიმართეთ.

სასწორი

თუ აუჩქარებლად და ყურადღებით იმუშავებთ, ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. ეს ეხება როგორც პროფესიონალურ საქმიანობას, ასევე პირად ინტერესებსა და სასიყვარულო ურთიერთობასაც.

მორიელი

დაგეგმეთ და გათვალეთ თითოეული ნაბიჯი. საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ გამოცდილი ადამიანები და სპეციალისტები. მთავარია არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.

მშვილდოსანი

ცვლილებების დღე გელით. ყურადღება გმართებთ ახალ პროექტებზე მუშაობისას. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. საყვარელ ადამიანთან ერთად განხილეთ სამომავლო გეგმები.

თხის რქა

უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვრებელი. ამიტომ შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და საჭიროების შემთხვევაში გარშემო მყოფებსაც სთხოვეთ დახმარება. არ დაკარგოთ დრო დაუგეგმავ შეხვედრებზე.

მერწყული

ენერგიული ხართ და რთული საქმეების შესრულებაც არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა ფინანსური და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება მხიარულ თავყრილობებსა და გასართობებს, უმჯობესია, მათზე დრო არ დაკარგოთ.

თევზები

დღეს თვალნათლივ დაინახავთ, როგორ გიფუჭებენ კონკურენტები საქმეებს. მოერიდეთ მათთან კამათს. მშვიდად და ბრძნულად იმოქმედეთ მათ გზიდან ჩამოსაცილებლად და საქმეებში წარმატების მისაღწევად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით