ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
ვერძი
ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა სხვებს, რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს - პროფესიულს თუ ყოველდღიურს: მარტო ვერ უმკლავდებით და ვინმეს დახმარება საშუალებას მოგცემთ მარტივად და სწრაფად "დახუროთ" საკითხი.
კურო
შეგიძლიათ მიიღოთ დიდი ხნის ვადაგადაცილებული გადაწყვეტილება, რომლის მიღების გამბედაობა რატომღაც აქამდე არ გეყოთ - ამ დღეს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ობიექტურად შეფასდება და შესაბამისად გადაწყვეტილებაც სწორი იქნება.
ტყუპი
სამუშაო დღის მიუხედავად კარგია ოჯახისთვის ყურადღების მიქცევა - ბავშვებთან დროის გატარება, მშობლების მონახულება ან რომანტიკული წვეულების მოწყობა თქვენი საყვარელი ადამიანისთვის.
კირჩხიბი
წინა პლანზე გამოვა პროფესიული სფერო, გექნებათ საკმარისი ძალა და უნარი, რომ იოლად გაუმკლავდეთ დაგროვილ საქმეებს, თუმცა, თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ.
ლომი
განწყობის ცვალებადობამ შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან - როგორც მეგობრებთან და კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანებთან: შეეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი თავი და ემოციები.
ქალწული
რაც არ უნდა წარმატებული იყოს თქვენი პროფესიული საქმიანობა, არ უნდა დაუთმოთ მას მთელი დღე: რეჟიმის შესანარჩუნებლად აუცილებელია სამუშაოსა და დასვენების მონაცვლეობა.
სასწორი
ნაყოფიერად მუშაობა გაზრდის თქვენს ავტორიტეტს გუნდში და მიიპყრობს უფროსების ყურადღებას, რომლებსაც თქვენი მოკრძალების გამო წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ღირებული თანამშრომელი ხართ სინამდვილეში.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფული მიიღოთ საჩუქრად ან გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც მომავალში შემოსავალს გაგიზრდით.
მშვილდოსანი
იმის გამო, რომ თქვენი საქმე საათის მექანიზმის მსგავსადაა აწყობილი, არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ვერ დაიკვეხნიან იმავე შედეგებით, შეიძლება გააქტიურდნენ - ნუ მიიღებთ მათ ნათქვამს გულთან ახლოს.
თხის რქა
შესაძლოა, დავალება, რომლის შესრულებაც გადაწყვიტეთ, თქვენგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საბოლოო შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. ეს მოგცემთ კარგ მიზეზს, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი იყოთ.
მერწყული
დღე, როდესაც რისკი - გონივრული, რა თქმა უნდა - არა მხოლოდ არ არის აკრძალული, არამედ ნებადართულიცაა. მაგალითად, დღეს ნაყიდი ლატარიის ბილეთი, დიდი ალბათობით, მომგებიანი იქნება.
თევზები
ადამიანი, რომელიც არ ავლენს თქვენ მიმართ დადებით ემოციებს უნდა წაშალოთ თქვენი ცხოვრებიდან ყოველგვარი ეჭვისა და სინანულის გარეშე. ცოტა ხანში მის ადგილს ნამდვილი და არა ყალბი მეგობარი დაიკავებს.