13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:52-ზე, მთვარე 11:17-ზე მშვილდოსანს ესტუმრება

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა; მგზავრობა სახმელეთო ტრანსპორტით, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ვერძი

თქვენი ინტუიცია დღეს კარგ რჩევებს გაძლევთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება. არსებობს შანსი, რომ მიიღოთ შემოსავალი თქვენი ჰობიდან ან საყვარელი საქმიანობით. ღირს დაფიქრდეთ შემოთავაზებებზე, რომლებსაც დღეს მიიღებთ. შესაძლოა, მომავალში ზოგიერთი ძალიან მომგებიანი იყოს.

კურო

თუ შესაძლებელია, გაატარეთ დილა სახლში: დაიძინეთ ცოტა ხანს, გააკეთეთ მსუბუქი საშინაო საქმეები. საქმიანი შეხვედრებისთვის ეს არახელსაყრელი დროა. ახლობლები გაგამხნევებენ და მხარს დაგიჭერენ გეგმების განხორციელებაში. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებულია: სამსახურში ბევრის გაკეთება შეგიძლიათ.

ტყუპი

შესაფერისი დრო ახალი სამუშაოს დასაწყებად. დაუგდეთ ყური შინაგან ხმას, რომელიც გეტყვით რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. დღეს შეგძლიათ მშვიდობა დაამყაროთ ადამიანებთან, ვისთანაც დიდი ხანია ნაჩხუბარი ხართ. გულწრფელად ისაუბროთ და კომპრომის გამონახოთ.

კირჩხიბი

თუ დიდი ხანია ფიქრობთ სამსახურში რაიმე მნიშვნელოვანის დაწყებაზე, მაშინ ახლა ამის დროა. ახალი პროექტები სწრაფად განვითარდება. თქვენ კი დამატებითი სირთულეების თავიდან აცილება შეგეძლებათ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მეტი კომუნიკაცია გქონდეთ სხვებთან.

ლომი

თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება დღის პირველი ნახევარი. საქმეები მოგვარდება კამათის გარეშე. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სადილობამდე მოაგვაროთ. საღამო დაუთმეთ დასვენებას. ემოციურად გადაღლილი იქნებით და გაგიჭირდებათ სასურველის მიღწევა. იყავით მოსიყვარულე საყვარელ ადამიანებთან.

ქალწული

დღე უფრო შესაფერისია დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. საქმიანი საკითხები ძნელად მოსაგვარებელია, ბევრი საქმის საერთოდ გადადება მოგიწევთ რესურსების ნაკლებობის ან არახელსაყრელი სიტუაციის გამო. შეეცადეთ მშვიდად შეხედოთ სიტუაციას. ყველაფერს იდეალურად გააკეთებთ მოგვიანებით.

სასწორი

კარგი დღეა ახალი ბიზნესის დასაწყებად. ახლა ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და შეგიძლიათ მიიღოთ შანსი თქვენთვის საინტერესო გარიგებაზე. იყავით აქტიური, იმოქმედეთ უფრო თამამად და მიიღებთ შედეგს, რომლის იმედიც ადრე არ გქონდათ. საღამოს შესაძლებელია საბედისწერო შეხვედრა.

მორიელი

საქმეები, რომლებზეც დიდი ხანია მუშაობთ, დღეს წარმატებით შეიძლება მოგვარდეს. იყავით მიზანმართული. იმოძრავეთ არჩეულ გზაზე და დღე წარმატებით ჩაივლის. ნუ მისცემთ უფლებას თქვენს ემოციებს გავლენა მოახდინონ თქვენს განწყობაზე ან თქვენს გადაწყვეტილებაზე. ახალი ცოდნას და გამოცდილებას მიიღებთ.

მშვილდოსანი

არ შეინახოთ უარყოფითი აზრები თქვენს თავში და ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წარუმატებლობაზე. შეხედეთ ყველაფერს ობიექტურად და არ დაკარგოთ ოპტიმიზმი. კარგი განწყობა დაგეხმარებათ სამუშაოსა და კომუნიკაციაში. შესაძლებელია საინტერესო საქმიანი თუ რომანტიკული შეხვედრები.

თხის რქა

დღე ხელსაყრელია ფილოსოფიური საუბრისა და სწავლისთვის. ჯერ არ გირჩევთ აქტიურ ქმედებას. ამის ნაცვლად, ჩაერთეთ გრძელვადიან დაგეგმვაში, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს საუკეთესო გზით, იპოვეთ საიმედო მოკავშირეები და დამხმარეები.

მერწყული

დილიდან აღიჭურვეთ ენერგიითა და მოთმინებით. დღე რთული და გრძელი იქნება თქვენთვის. თუმცა, ნაყოფიერი მუშაობა დაგეხმარებათ ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში, ძველი პროექტების დასრულებასა და ზოგიერთი ოცნების ასრულებაში. უარს ნუ იტყვით ახალ ადამიანებთან შეხვედრაზე, მათი დახმარება გამოგადგებათ.

თევზები

აზრები თუ იდეები, რომლებიც დღეს მოგივიდათ თავში, უახლოეს მომავალში შეიძლება წარმატებულ და მომგებიან პროექტად იქცეს, ამიტომ დაუთმეთ დრო მათ განხილვას, ჩაწერას. კარგი დროა კოლეგებთან ძველი ჩხუბის ან კონფლიქტის დასასრულებლად, ღიად საუბრისა და კომპრომისის მოსაძებნად. საღამო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ.