კურო
მოერიდეთ მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებასა, სანამ ყველაფერს არ გათვლით და არ მოამზადებთ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ტყუპი
თუ წვრილმანების გამო კამათს არ შეწყვეტთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს, უკიდურეს შემთხვევაში დაშორებას, ვერ გაექცევით. ეცადეთ, მეტი თავისუფლება მიანიჭოთ მას.
კირჩხიბი
მშვიდად და წყნარად შეხვდით სიახლეებს. დაძაბულობისა და ზედმეტი ემოციურობის გამო მოვლენების სწორად შეფასება გაგიჭირდებათ.
ლომი
მხიარულ განწყობაზე ხართ და გარშემო მყოფების გამხიარულებასაც შეძლებთ. მთავარია, ზომიერება დაიცვათ და უკმეხი ხუმრობით ახლობლებს გული არ ატკინოთ.
ქალწული
თუ ცხოვრების გაუმჯობესება გაქვთ გადაწყვეტილი, დღეიდან მცირე ცვლილებებით დაიწყეთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი, – განაახლეთ გარდერობი, შეიძინეთ რაიმე აქსესუარი.
სასწორი
რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში; რჩევა გამოცდილ კოლეგებს, მეგობრებს ჰკითხეთ. მათი მეთოდები სწორ გზაზე დაგაყენებთ.
მორიელი
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას; ფულის ფლანგვას. საღამოს ახლობელი ადამიანისგან საჩუქარს ან სიურპრიზს ელოდეთ.
მშვილდოსანი
გარშემო მყოფები დღეს მოსვენებას დაგიკარგავან. ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება, რჩევა. ეცადეთ, არავის აწყენინოთ და შეძლებისდაგვარად ყველას დახმაროთ.
თხის რქა
მოთმინებით აღიჭურვეთ და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეუდექით. თავადაც გაოცებული დარჩებით იმდენად ორგანიზებულად და მობილიზებულად გაართმევთ თავს საქმეებს.
მერწყული
თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშლება; მიზნის მისაღწევად ერთდროულად რამდენიმე შანსი გამოგიჩნდებათ. არჩევანი თქვენზეა და ეცადეთ სწორი გათვლა გააკეთოთ.
თევზები
კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შეიძლება მათგან საქმიანი წინადადებაც მიიღოთ. ახალი პროექტის რეალიზებისთვის ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა დაგჭირდებათ.