ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე, მთვარე ქალწულშია
რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. უმჯობესია ამ დღეს არ დაგეგმოთ გრძელი მოგზაურობები. არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
ვერძი
ენერგიული ხართ და რთული სამუშაოს შესრულება არ გაგიჭირდებათ. რთულ საკითხებსაც იოლად მოაგვარებთ. ნუ გადადებთ დავალებებს; ისარგებლეთ ამ ხელსაყრელი მომენტით და მოაგვარეთ ადრე გადადებული საკითხები. თქვენი ხიბლი და კარგი განწყობა საინტერესო ადამიანებს მოიზიდავს.
კურო
დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაჭრათ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების: ისინი ყველა პოზიტიური იქნება და დაგეხმარებათ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ისარგებლეთ შესაძლებლობებით. ზოგიერთი პრობლემა მოულოდნელი გზებით მოგვარდება.
ტყუპი
დღეს რამდენიმე შანსი გექნებათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და განახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებზეც ოცნებობდით. კომუნიკაცია დადებით ემოციებს და რამდენიმე პერსპექტიულ იდეას მოგიტანთ. ახალი პროექტების დაწყება ჯერ ადრეა, ამიტომ უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ უკვე დაწყებული პროექტების დასრულებაზე.
კირჩხიბი
დღეს შოპინგი მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. ნუ დახარჯავთ ფულს ძვირად ღირებულ ნივთებზე. მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. თქვენს მუშაობას უფროსი დააფასებს, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.
ლომი
ეცადეთ იყოთ უფრო თავშეკავებული და შეზღუდოთ კონტაქტები. კომუნიკაციის პრობლემები შეგექმნებათ, შესაძლებელია კამათი და დაძაბული სიტუაციები. სამსახურში ახალი რაღაცები სცადეთ, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და რისკების. უმჯობესია, საკუთარ ძლიერ მხარეებს დაეყრდნოთ და დახმარებისთვის სხვებს არ მიმართოთ.
ქალწული
უნდა შეანელოთ ტემპი და დაელოდოთ. ბევრი პრობლემის მოგვარება თქვენი ჩარევის გარეშეც შეიძლება. კარგი დღეა სოციალიზაციისა და ახალი ნაცნობების შესაძენად. ამ გზით, ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ და მნიშვნელოვან კავშირებს დაამყარებთ. უმჯობესია ყოველდღიური საკითხები საყვარელ ადამიანებთან ერთად მოაგვაროთ.
სასწორი
დღეს ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. ფოკუსირდით მარტივ ამოცანებზე და მიეცით სიტუაციას საშუალება, თქვენი ჩარევის გარეშე განვითარდეს. შეიძლება ფინანსური სირთულეები შეგექმნათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით და გაიძლიერეთ იმუნური სისტემა.
მორიელი
ზოგიერთმა უმნიშვნელო მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე, შეცვალოს თქვენი ჩვეული რუტინა. დღეს არ უნდა წახვიდეთ საყიდლებზე: შენაძენი იმედს გაგიცრუებთ. საქმიანი მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში უფრო წარმატებული იქნება. გამოიყენეთ იუმორის გრძნობა და შესთავაზეთ კომპლიმენტები.
მშვილდოსანი
შესაძლოა დაგროვილი დაღლილობა იგრძნობოდეს. გვირჩევთ შენელებას და მოვლენებზე დაკვირვებას. ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად, იმუშავეთ ნელა, კომფორტული ტემპით და ხშირად შეისვენეთ. თქვენი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ და სხვებთან კამათს მოერიდეთ.
თხის რქა
მოუსმინეთ საუბრებს და ეცადეთ, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მიღებული სიახლეები განწყობას და მოტივაციას აგიმაღლებთ. უმჯობესია, ახალი პროექტების დაწყება გადადოთ: 13 ნოემბერს მათი დაწყება ჩვეულებრივზე უფრო გაგიჭირდებათ და შესაძლოა, მოულოდნელი პრობლემები წარმოიშვას.
მერწყული
შესაძლებელია გაუთვალისწინებელი პრობლემები და უსიამოვნებები, რომელთა გადასაჭრელად არატრადიციული მეთოდების გამოყენება მოგიწევთ. ნუ ენდობით სხვებს, შესაძლოა, ვინმემ შეცდომაში შეგიყვანოთ. ფრთხილად იყავით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურებიან.
თევზები
ახალი ნაცნობები უჩვეულო ნაბიჯების გადადგმისკენ შთაგაგონებენ და წინსვლის მოტივაციას გაგიზრდიან. სასარგებლოა მეტი საუბარი, შეხვედრები და იდეების გაზიარება. ეცადეთ, მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ნებისმიერი დაძაბული მომენტის გადალახვა და საუბრის პოზიტიური მიმართულებით წარმართვა გჭირდებათ.