კვირა, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 20:18-ზე, მთვარე კირჩხიბშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
ვერძი: გადახედეთ წარსულს და შეაფასეთ თქვენი მიღწევები. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ახლობლებთან. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.
კურო: დღეს ისე უნდა იმოქმედოთ, რომ გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ.
ტყუპი: არ გირჩებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას. ერთად და შეთანხმებულად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
კირჩხიბი: იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, საქმეების მოგვარებისას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ასაკოვანი ადამიანებიც კი მოგმართავენ რჩევებისთვის.
ლომი: დაასრულეთ დაწყებული საქმეები; მოიცილეთ უსარგებლო ნივთები, კავშირები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, შეადგინეთ ხვალინდელი დღის გეგმა.
ქალწული: ნუ ხართ კრიტიკული ოჯახის წევრების მიმართ. მათთან ურთიერთობის დაძაბვა კარგს არაფერს მოგიტანთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ უცხოეთში გამგზავრება.
სასწორი: არ გირჩევთ საკუთარ მიზნებზე ღიად საუბარს, ნუ გაამხელთ თქვენს სურვილებს. ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ.
მორიელი: კარგ შედეგს მოგიტანთ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად მუშაობა. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ და იმხიარულეთ.
მშვილდოსანი: დასვენებისა და გამოძინების დღეა. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
თხის რქა: შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. ახლობლებთან კონტაქტის დროს დაგებადებათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებაც მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ.
მერწყული: მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. გაინებივრეთ თავი გემრიელობით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
თევზები: დღეს არ დაგეგმოთ რთული ვალდებულებების შესრულება, მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ახალი პროგრამების შესწავლას.