13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თქვენ გარდა არავინ მუშაობს. შესაძლოა, ზოგიერთი საკითხის მოგვარება მარტოს მოგიწიოთ. თუმცა, სხვების დახმარება არც გჭირდებათ, ისედაც კარგად მუშაობთ.

ტყუპი

არ აჩქარდეთ და პანიკაში არ ჩავარდეთ. მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში და გააზრებულად იმოქმედეთ. საღამო დასვენებას, ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმეთ, რათა მომდევნო დღისთვის აღიდგინოთ ძალები.

კირჩხიბი

ყველა საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. კარგი დღეა ცვლილებებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი ან თეატრში დაპატიჟეთ.

ლომი

ახალ ნაცნობებთან სამომავლო გეგმებზე საუბარს მოერიდეთ. მათზე მხოლოდ გამოცდილ და ერთგულ კოლეგებთან ისაუბრეთ. საღამო კარგია შეხვედრებისთვის, როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო.

ქალწული

დღეს მობილიზებულად უნდა იმუშაოთ. შესაძლოა, რთული საქმეების შესასრულებლად მარტივი გზა გამონახოთ. გახსოვდეთ, მუშაობა ყველა დაავადებისგან (მაგ. დეპრესია) განგკურნავთ.

სასწორი

დილა შემოქმედებით საქმეებს დაუთმეთ. ყველა იდეის განხორციელებას დღესვე ნუ შეეცდებით. ზოგიც სხვა დროისთვის გადაიტანეთ. მუშაობისას იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი.

მორიელი

დღეს ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ წარიმართება. ეცადეთ, გარშემო მყოფები სწორად შეაფასოთ. საღამოს გასართობად წასვლაზე უარი არ თქვათ.

მშვილდოსანი

დღეს რომანტიკულ–სენტიმენტალურ განწყობაზე ხართ. მოგინდებათ საყვარელი მუსიკის მოსმენა, წიგნის წაკითხვა, საინტერესო ადგილების მონახულება, მეგობრებთან შეხვედრა. ძილის წინ ხვალის სამოქმედო გეგმა დასახეთ.

თხის რქა

კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები. რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიაკითხეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვების განვითარებას, განსაკუთრებით ფიზიკურს.

მერწყული

უმჯობესია, ეს დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. მშობლებთან ერთად განიხილეთ საბინაო საკითხები. შეიძინეთ საჭირო ნივთები, მაგრამ ძვირად ღირებულ ნივთებში ფულს ნუ გაფლანგავთ.

თევზები

დღეს ყველა თქვენ მოგაკითხავთ რჩევისთვის. ეცადეთ, ყველას მიმართ გულისხმიერი იყოთ, რაც კიდევ უფრო გაგიმყარებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით