13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. აკონტროლეთ საკუთარი თავი და სხვების მიერ შესრულებული საქმეები. მზად იყავით ახლობლების დასახმარებლად. ქალ კუროებს მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

ტყუპი

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია, დაასრულოთ უკვე დაწყებული პროექტები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. დაუმკიცეთ მას, რომ ღირსეული თანამშრომელი ხართ.

კირჩხიბი

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას, ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან. გააზრებულად იმოქმედეთ.

ლომი

ნუ გადაიღლებით, ნურც სახლში, ნურც სამსახურში. მოაწესრიგეთ მიმდინარე საკითხები. მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას. გადაამოწმეთ ყველა საბუთი, სანამ ხელს მოაწერთ; ყველა ნაბიჯი საბოლოო გადადგამთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

სასწორი

გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ შეცდომები; გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამოს თავს უფლება მიეცით დაისვენოთ, მიიღოთ ესთეტიკური სიამოვნება.

მორიელი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი ცხოვრებისეული მომენტი განმეორდა თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს პირად ან პოლიტიკურ სფეროებში. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ნუ მოიჭრით უკან დასახევ გზას.

მშვილდოსანი

სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს. ნუ გექნებათ დახმარების იმედი. თავად იყავით დაკვირვებული. კარგი დღეა განმარტოებისთვის, ნუ გამოააშკარავებთ საიდუმლოებებს.

თხის რქა

თუ საქმეების მოგვარებაში არავინ და არაფერი შეგიშლით ხელს, მშვიდად იმუშავებთ. დააკვირდით დეტალებს, წვრილმანებს. სწორად შეაფასეთ სამომავლო პერსპექტივები.

მერწყული

დღეს მეტად მოგინდებათ სიმშვიდე, თავისუფლება. გაგიჭირდებათ რთულად შესასრულებელი, რუტინული საქმეების მოგვარება. ეცადეთ, არ დახუჭოთ თავალი პრობლემებზე და მონახოთ მათი გადაჭრის გზები.

თევზები

შეიძლება მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურდათ. კრიზისია მოსალოდნელი საქმიან ურთიერთობებში, შემოქმედებაში. მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოხატვას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით