კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 17:38-ზე, მთვარე მერწყულშია
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
ვერძი
წარმატებული დღე რომ გქონდეთ, შეეცადეთ სერიოზულად მოეკიდოთ მიმდინარე მოვლენებს. დაგროვილი პრობლემების გადაჭრისას საყვარელ ადამიანებთან ჩხუბს და კოლეგებთან კონფლიქტს მოერიდეთ. ებრძოლეთ სიზარმაცის შეტევებს. ხელსაყრელი იქნება მოგზაურობა ან მივლინება.
კურო
უნდა გადახედოთ თქვენს შეხედულებებს, შეცვალოთ მიდგომები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა უფრო ეფექტურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები. შეიძლება ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ თქვენი პროფესიული წარმატება ამ ტრანსფორმაციაზეა დამოკიდებული. დაუთმეთ დრო ახალი ინფორმაციის შესწავლას და ადევნეთ სიახლეებს თვალყური.
ტყუპი
დღე წარმატებული იქნება, თუ აქტიურობთ და არ გაიმეორებთ წარსულ შეცდომებს. კარგი დროა პარტნიორთან ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად. ფრთხილად უნდა იყოთ უცხო ადამიანებთან, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ეგოისტები და გამოგიყენონ თავიანთ სასარგებლოდ. უმჯობესია საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
კირჩხიბი
გჭირდებათ კონცენტრირება იმ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას. შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. არ არის საჭირო იმის დაპირება, რისი შესრულებაც არ შეგიძლია. ნუ აიღებთ მეტ პასუხისმგებლობას. ასევე კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის.
ლომი
13 ოქტომბერი დატვირთული დღეა მოსალოდნელი, მაგრამ კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოგადგებათ. კარგი დღეა ახლის წამოწყებისთვის და შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის. იყავით უფრო აქტიური, გამოხატეთ თქვენი თანაგრძნობა. ებრძოლეთ სიზარმაცის შეტევებს, რათა მიაღწიოთ სასურველს.
ქალწული
საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. გამოიყენეთ წარსული გამოცდილება და ნუ გაიმეორებთ თქვენს შეცდომებს სერიოზული ურთიერთობის შესაქმნელად. მეტი იფიქრე სხვებზე, მოერიდე ეგოისტურ მიდგომას. არაფერი ძვირად ღირებული დღეს არ შეიძინოთ, განსაკუთრებით კრედიტით. უმჯობესია მოძებნოთ დამატებითი შემოსავალი.
სასწორი
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მოერიდეთ აჩქარებას და ქაოსს, დაიცავით წესები. თავდაჯერებულობა და შეუპოვრობა წარმატებამდე მიგვიყვანთ. ზოგიერთს პირად ურთიერთობებში წარუმატებლობა გელით. შეინარჩუნეთ თავშეკავება და სიმშვიდე, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ გარშემო.
მორიელი
ნათესავებთან და მეგობრებთან ჩხუბის მიზეზი შეიძლება იყოს თავშეუკავებლობა და სიმკაცრე. უნდა იყოთ უფრო რბილი კომუნიკაციაში, გამოიჩინოთ თავაზიანობა, კეთილგანწყობა და ტაქტი. დრო დაუთმეთ კვალიფიკაციის ამაღლებას, ცოდნისა და უნარების შეძენას და თვითგანვითარებას. მათთვის, ვინც ახალი სამუშაოს ძიებით არის დაკავებული, ვარსკვლავები საინტერესო შეთავაზებების მოსვლას ჰპირდებიან.
მშვილდოსანი
თუ ცოტა ხნის წინ იგრძენით გარკვეული სტაგნაცია სამსახურში ან ურთიერთობებში, დღეს არის შანსი, გადადგათ ნაბიჯი წინ. შეცვალეთ ჩვეული მიდგომა საგნების მიმართ, გამოიყენეთ ახალი მეთოდები, ნუ შეგეშინდებათ სირთულეების. წყვილში ჰარმონიისა და ნდობის შესანარჩუნებლად, იპოვეთ კომპრომისი და გაატარეთ დრო ერთად.
თხის რქა
თქვენი ენერგიის დონე შესამჩნევად გაიზრდება. გუნდური მუშაობა უფრო ეფექტური იქნება. თუ სამსახურში ურთიერთობები არცთუ ისე კარგი გაქვთ, შეეცადეთ მეტად მეგობრული გახდეთ. ეს ასევე ეხება პირად ცხოვრებას. არ უნდა დაამტკიცოთ სიმართლე და ზეწოლით მოითხოვოთ თქვენი სურვილების ასრულება.
მერწყული
დიდია ალბათობა იმისა, რომ წარსულის ადამიანები ან მოვლენები კვლავ დაუბრუნდებიან თქვენს ცხოვრებას. შეიძლება მოხვდეთ მათი გავლენის ქვეშ, გახდეთ დამოკიდებული და დაუშვათ იგივე შეცდომები. თუმცა განსაკუთრებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი, არ დაივიწყოთ ჯანმრთელობა, დაკავდით სპორტით, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი, ბონუსი.
თევზები
გაიზრდება საჭირო კონტაქტების დამყარებისა და გავლენიან ადამიანებთან შეხვედრის შანსი. შეეცადეთ დაამყაროთ მათთან მეგობრული კონტაქტი. ეს სასარგებლო იქნება შემდგომ მუშაობაში. ზოგიერთს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, პაემანი. იყავით ბუნებრივი, ასე უფრო კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ თქვენს საყვარელ ადამიანზე.