პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:02-ზე, მთვარე 04:22-ზე ესტუმრება სასწორს
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი - არა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ვერძი
კარგი დღეა, შეძლებთ გეგმების განხორციელებას და შესანიშნავი შედეგების მიღწევას. მთავარია იყოთ აქტიური და ეძებოთ შესაძლებლობები რუტინულ ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე სასარგებლოა თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამონახვა. მოერიდეთ კამათს: დღეს ოპონენტებს თქვენი აზრის დამტკიცებას ვერ შეძლებთ.
კურო
დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ოცნება ახდება. არ უნდა დაკარგოთ დრო: გამოიჩინეთ ინიციატივა, არ შეგეშინდეთ კოლეგებისთვის უჩვეულო იდეების შეთავაზება და რთული ამოცანების შესრულება. ყველა შეთავაზება არ იქნება მომგებიანი და საინტერესო; დაუყოვნებლივ არ გასცეთ პასუხი, შეისვენეთ, შეაფასეთ რისკები.
ტყუპი
თუ თავს შეიკავებთ ემოციებზე და შეეგუებით იმას, რაც ხდება, თქვენი შფოთვა და გაღიზიანება ჩაცხრება. ღიად გამოხატეთ თქვენი აზრი, უარი თქვით იმაზე, რაც გაღიზიანებთ ან გაწუხებთ.
კირჩხიბი
ახალი საინტერესო ადგილების მონახულება და მხიარულ კომპანიებში შეხვედრები ნათელ შთაბეჭდილებებს შეგმატებთ და განწყობასაც აგიმაღლებთ. თუმცა, ფრთხილად იყავით უცნობებთან, რათა არ გახდეთ მათი მანიპულაციის მსხვერპლი. იყავით უფრო აქტიური და ყურადღებიანი პირად ურთიერთობებში, ენდეთ პარტნიორს.
ლომი
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. თქვენი მეგობრული, ოპტიმისტური განწყობით საინტერესო ადამიანებს მიიზიდავთ. შეგიძლიათ აიღოთ რთული საქმეები, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. თავიდან უნდა იქნას აცილებული სარისკო წამოწყებები და წინადადებები, რათა არ დაკარგოთ რაიმე ძვირი.
ქალწული
დღეს გარშემო მყოფები სიამოვნებით დაგეხმარებიან, მოგცემენ რჩევებს და ხელს შეუწყობენ თქვენი პროექტების განხორციელებას. ეს კარგი დროა ყველაზე გაბედული გეგმების განსახორციელებლად. შესაძლოა, დღევანდელი მოვლენების გამო შეგეცვალოთ თქვენი აზრი ვინმეს ან რაღაცის შესახებ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები.
სასწორი
თუ განიცდით შფოთვას შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩათ ან დაგავიწყდათ. ამ მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით ან ფიზიკური დატვირთვით. დღეს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ხვალ შეიძლება შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ.
მორიელი
ენერგიულობა, რასაც თქვენი მმართველი პლანეტის მარსის თქვენს ნიშანში გადმოსვლა განაპირობებს ბევრი საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ, მაგრამ გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ არც ფიზიკურად და არც ემოციურად და არ დაივიწყოთ დასვენება. ზედმეტი აქტივობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. უმჯობესია საღამო მარტო გაატაროთ და გამოჯანმრთელდეთ.
მშვილდოსანი
დღევანდელი კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. შეძლებთ მოძებნოთ ახალი თანამოაზრეები ან კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ უფროსებზე თქვენი საინტერესო იდეებით. სანამ რამე ახალს გააკეთებთ, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია, შეისწავლეთ ფაქტები.
თხის რქა
გულწრფელი საუბარი სამსახურში ან მწვავე დისკუსია თქვენთვის საინტერესო საკითხზე, დაგეხმარებათ ისაუბროთ და არ დააგროვოთ პრეტენზია თქვენი ოპონენტების მიმართ. სიტუაციის გარკვევისას თავს უფრო მსუბუქად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. ფული ეკონომიურად ხარჯეთ.
მერწყული
გაგიმართლებთ სხვადასხვა საკითხში და მოულოდნელ სიტუაციებში. არაფერი დაგეგმოთ, გარემოებები სწრაფად შეიცვლება და მოგიწევთ მათთან ადაპტაცია. კოლეგებთან საქმიანი კომუნიკაცია დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში და სასარგებლო რჩევების მოსმენაში.
თევზები
დღეს თქვენთვის მარტო მუშაობა უფრო ეფექტურია, გარშემო მყოფები გაგიფანტავენ ყურადღებას და ვერ შეძლებთ ყველაფრის განხორციელებას, რაც დაგეგმეთ. არ შეგეშინდეთ თქვენთვის საინტერესო კითხვების დასმა, არის შანსი, გაარკვიოთ რაიმე მნიშვნელოვანი და გაიგოთ საჭირო ინფორმაცია.