13 სექტემბერს დაბადებული ადამიანი ძლიერი ნებისყოფითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა

13 სექტემბერს დაბადებული ადამიანი ძლიერი ნებისყოფითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა

სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".

  • როგორია 13 სექტემბერს დაბადებული ადამიანი

13 სექტემბერს დაბადებული ადამიანები უზომოდ ძლიერი ნებისყოფით და ხასიათის სიმტკიცით არიან გამორჩეულნი. მათ აქვთ კარგი დარწმუნების უნარი, რის ხარჯზეც ხშირად ახერხებენ გარშემო მყოფებს მათთვის სასურველი გზით სიარული აიძულონ. თავდაჯერებულებსა და ამაყებს, მოეთხოვებათ ხანდახან სხვების პრობლემებსაც ჩაუღრმავდნენ და მათი ემოციები გაიზიარონ.