სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 20:55-ზე, მთვარე 15:45-ზე გადავა კუროში
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი: გაფრთხილდით, რომ არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საქმიანი შეხვედრების დროს მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. საღამო სასიამოვნო საქმეებს დაუთმეთ, აგრესიული ენერგიისგან რომ გათავისუფლდეთ.
კურო: მოერიდეთ საკუთარ საქმეებზე გარშემო მყოფებთან საუბარს. არ გაამხილოთ სამომავლო იდეები და მიზნები. უმჯობესია, თუ განმარტოებით იმუშავებთ, საქმიანი შეხვედრები დ მგზავრობა მეტ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან.
ტყუპი: არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას მეგობრებთან, ხელმძღვანელობასთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ იოგა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.
კირჩხიბი: ცვლილებები გელით პროფესიულ საქმიანობაში. იყავით დაკვირვებული ვალდებულებების შესრულებისას. შეიძლება კოლეგამ ან პარტნიორმა მიგატოვოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას.
ლომი: საქმიანი შეხვედრების დროს მხოლოდ განიხილეთ მიმდინარე საკითხები, არაფერი ახალი დღეს არ მოიმოქმედოთ. სხვა დროისთვის გადადეთ იურიდიული საკითხების მოგვარება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან.
ქალწული: არ გირჩევთ ფინანსების გამო პარტნიორებთან კამათს. დაკვირვებული იყავით დეტალებზე მუშაობისას. სიფრთხილ გმართებთ ინსტრუმენტებთან. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
სასწორი: ნუ ჩაახედებთ გარშემო მყოფებს თქვენს პირად საქმეებში. არ გირჩევთ რთული ვალდებულებების შესრულებას; კოლეგებთან ურთიერთობის დაძაბვას. იყავით მშვიდი და გააზრებული.
მორიელი: დაკვირვება გმართებთ იოლი საქმეების შესრულების დროსაც კი. მოსალოდნელია დაპირისპირება კონკურენტებთან, კამათი თანამოაზრეებთან. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. არ გირჩევთ საკუთარი სიმართლის მტკიცებას აგრესიულად.
მშვილდოსანი: ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებზე ზეგავლენის მოხდენას, იყავით დაკვირვებული და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, არ იკამათოთ.
თხის რქა: შეიქმენით კომფორტული სიტუაცია სამსახურშიც და შინაც. დღეს არავინ უნდა შეგიშალოთ ხელი საქმიანობაში. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ ნათესავებისა და კოლეგების შემოტევები.
მერწყული: გაფრთხილდით, რომ არ წამოგცდეთ საიდუმლო, რომელიც არა მარტო თქვენ, გარშემო მყოფებსაც დააზარალებს. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებზე მუშაობას, არ დაუშვათ შეცდომები. გაფრთხილდით მგზავრობისას.
თევზები: არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. დაკვირვებით მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების, კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. ზომიერება გმართებთ კვებაში, ნუ მიიღებთ მავნე საკვებს.