კურო
ერთი საქმიდან მეორეზე ნუ გადახტებით. დამშვიდდით, ჯერ მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ შემდეგ დანარჩენებსაც მიხედეთ. საღამოს გაისეირნეთ, ახალი შენაძენით გაანებივრეთ საკთარი თავი. კარგი დღეა მინის ნივთების, სარკეების, სამკაულების მოწესრიგება.
ტყუპი
ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და მათი დახმარებით საქმეების მოგვარებასაც მარტივად შეძლებთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
კირჩხიბი
ფინანსური საკითხები თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება. ნუ გაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. შეიძლება იპოვოთ დაკარგული ნივთები, გამოჩნდნენ ძველი მეგობრები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ლომი
კარგი დღეა შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისა და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გასაკეთებლად.
ქალწული
კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და საქმეების მოსაგვარებლად. დღეს ჩახლართულ საქმეებსაც ადვილად დაალაგებთ. ახალი იდეების განსახორციელებლად უკეთეს პერიოდს დაელოდეთ.
სასწორი
თუ არ იზარმაცებთ და საჭირო ადამიანებთან იკონტაქტებთ, ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, კარდინალურად ნუ შეიცვლით ცხოვრების წესს. სტრესის მოსახსნელად ივარჯიშეთ.
მორიელი
მოაგვარეთ კარიერული საკითხები, შეხვდით საჭირო ადამიანებს, დაიმეგობრეთ გავლენიანი ადამიანები. კვირის ბოლომდე ჩამოაყალიბეთ სამომავლო გეგმები. მეგობრებთან საუბრისას საკუთარ წარმატებებზე გულღიად ნუ ისაუბრებთ, რათა გარშემო მყოფთა და პირველ რიგში, საკუთარი თვალი "არ გეცეთ".
მშვილდოსანი
დადებითი ემოციების მოსაზიდად დღეს მხოლოდ საყვარელი, სასიამოვნო საქმე აკეთეთ. ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების დაწყებას, მოერიდეთ საყიდლებს. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
თხის რქა
დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ და იმოქმედეთ. გადახედეთ ნაცნობების სიას და შეეხმიანეთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია. ცვლილებები ახლობლებთან ერთად განიხილეთ.
მერწყული
კარგი დღეა ახალი ინფორმაციების მისაღებად და კოლეგებთან ერთად გასაანალიზებლად. დღეს შეიძლება თქვენგან მეტი აქტიურობა მოითხოვონ; მეტად დაგტვირთონ საქმეებით. კარგი დღეა შერიგებისთვის. გაგიკვირდებათ და, ძველ მეკონფლიქტეებსაც დაიმეგობრებთ.
თევზები
რეტროდგრადული მერკური ახალი საქმეების დაწყებას შეგიფერხებთ. ამიტომ, მიმდინარე საკითხები მოაგვარებთ. კარგი დღეა ვირტუალური ურთიერთობისთვის. საღამო ოჯახის უფროს წევრებთან ერთად გაატარეთ, ჰკითხეთ მათ რჩევა, მაგრამ ნუ იკამათებთ.