კურო
დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები. აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან.
ტყუპი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს შეიძლება თავი დეტექტივად წარმოიდგინოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კირჩხიბი
ემოციებისგან გათავისუფლებაში შემოქმედებით საქმიანობა დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობაში მოიმატებს ეროტიულობა და ეჭვიანობა.
ლომი
მოაგვარეთ აქტუალური საკითხები (საოჯახო ქონება, დაზღვევა, მემკვიდრეობა). სურვილი გაგიჩნდებათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, კრედიტი აიღოთ ბიზნესის გასაძლიერებლად.
ქალწული
შესაძლებელია, ახლობლებთან საუბარი და სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ, რათა უკეთ გაერკვეთ ფინანსურ საკითხებში, უცხო ქვეყნის კულტურასა და რელიგიაში.
სასწორი
მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. აკონტროლეთ კრედიტები, აქციები. კარგი დღეა ანტიკვარიატისა და ნატურალური ტყავის ნაწარმის შესაძენად.
მორიელი
მოიმატებს სენტიმენტალურობა, მადა, სწრაფვა ლამაზი ცხოვრებისადმი. შესაძლოა, გააიდეალოთ სასიყვარულო პარტნიორი. კარგი დღეა ძველი ნივთების გასაახლებლად.
მშვილდოსანი
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, დაიცავით დიეტა, ნუ გაფლანგავთ ფულს. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის მოსაძებნად.
თხის რქა
მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მოულოდნელი შეხვედრების დღეა.
მერწყული
ნურავის ჩაახედებთ საკუთარ საქმეებში, განსაკუთრებით მოშურნეებს ნუ გაუმხელთ სასიხარულო სიახლეებს. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ნეგატიურ განწყობაზე მყოფი.
თევზები
მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების, უცხოელებთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდებათ. მეტად გამოავლით შემოქმედებითი ნიჭი. კარგი დღეა ლოცვისთვის.