14-16 იანვარი - მთვარე ლომშია, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული, წვეულება

14-16 იანვარი - მთვარე ლომშია, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული, წვეულება

მთვარე ლომში გადავა 14 იანვრის 13:16-ზე და დარჩება 16 იანვრის 20:49-მდე

  • აქტიურია ცეცხლის სტიქია.
  • მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი, არტისტულობა.
  • უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
  • გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
  • კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები.
  • კარგია ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ).
  • ცუდია ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა.
  • არ გირჩევთ მარილიანი პროდუქტების ჭამა.
  • მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. გადადეთ ოპერაციები გულსა და ზურგზე.
  • კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
  • გაამდიდრეთ რაციონი ჩირით, მწვანილეულით.
  • შეალამაზეთ მცენარეები, მოაჭერით ზედმეტი ტოტები და ფოთლები.
  • შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე.
  • ოთახები თქვენი გემოვნებით გაახალისეთ, გადააადგილეთ ავეჯი, შინ შემოქმედებითი გარემო შექმენით. მეტად მორთეთ და გაამდიდრეთ ინტერიერი.
  • მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული, წვეულება.