ამ კვირაში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები გველოდება. თუნდაც ლომში მყოფი მერკურის რეტროგრადულ სვლაში გადასვლა ვახსენოთ, რომელიც 18 ივლისს დაიწყებ. კვირის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში ჩვენს საიტზე. ახლა კი გაიგეთ რა გელოდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი
შინაგანი კონფლიქტების პერიოდია: გსურთ მოქმედება, მაგრამ გარემოებები ხელს გიშლით. უმჯობესია გადახედოთ ძველ სტრატეგიებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. შესაძლებელია წარსულიდან ადამიანთან კონტაქტი, რაც ძველ გრძნობებს გააღვივებს. კვირა მოითხოვს იმის გადაფასებას, თუ სად დებთ თქვენს ენერგიას. ბიზნესსა და ურთიერთობებში შესაძლებელია ძველი სცენარების გამეორება. ნუ იმოქმედებთ ნაჩქარევად - მარსმა (თქვენი მმართველი) კარმულ კვანძებთან კავშირით შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები, რომლებიც ჩიხში შეჰყავს.
კურო
მნიშვნელოვანია გადახედოთ გეგმებსა და ძველ კონტაქტებს - ალბათ არის რაღაც, რაც გადახედვას მოითხოვს. ერთ-ერთი ძველი მეგობარი ან ნაცნობი ახალ მიმართულებას შემოგთავაზებთ პროფესიულ სფეროში. წარსულზე საუბრები, ძველ ოჯახურ საკითხებთან დაბრუნება გელოდებათ. ვენერას ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ მერკურისთან მოგცემთ შანსს, ხელახლა განიცადოთ ნაზი გრძნობები ან დაასრულოთ საუბარი, რომლისთვისაც ადრე გამბედაობა არ გქონდათ.
ტყუპი
მოვლენების ეპიცენტრში ხართ: მერკური თქვენი მმართველი რეტროგრადულ სვლაში გადადის და შეიძლება გეგმები ჩაგიშალოთ. დაუბრუნდებით სიყვარულის, სილამაზისა და შთაგონების თემებს. ფრთხილად იყავით ფინანსებთან: ძველმა ვალდებულებებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. დაფიქრდით, რისი შენარჩუნება ღირს და რაზე უარის თქმის დროა. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, უმჯობესია შექმნათ კომფორტი, გადახედოთ თქვენ გარშემო არსებულ სივრცეს. რეტროგრადული მერკურის ვენერასთან ჰარმონიული კავშირი იძლევა დიალოგის დამყარების შანსს, განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც დიდი ხანია არ გქონიათ კომუნიკაცია.
კირჩხიბი
ფინანსური და ემოციური თემები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. შესაძლებელია ძველ ხარჯებთან ან ვალდებულებებთან დაბრუნება. ნუ აიღებთ ვალებს: ნურც ემოციურს და ნურც მატერიალურს. თხის რქაში სავსემთვარეობამ უკვე მოგცათ მინიშნება: დროა საზღვრები გაამყაროთ. შეიძლება იგრძნოთ დისტანცირების საჭიროება, რათა საკუთარი თავი უკეთ დაინახოთ. წარსულში დაბრუნება შეიძლება მოხდეს ადამიანის, მოგონების ან სიტუაციის სახით.
ლომი
ბევრი ენერგია გექნებათ, მაგრამ სად უნდა მიმართოთ ის ყოველთვის არ იცით. დროა ყურადღება მიაქციოთ იმ აზრებსა და გრძნობებს, რომლებსაც აქამდე თავს არიდებდით. შესაძლოა, პარტნიორთან გულწრფელი საუბრების დროა. მთავარია იყოთ გულწრფელი და არ ითამაშოთ. მერკური თქვენს ნიშანში რეტროგრადულ ფაზაში გადადის - ეს არის მომენტი, რომ გადახედოთ თქვენს იმიჯს, სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, გადახედეთ ურთიერთობას. ეს არის შანსი, დაუბრუნდეთ თქვენს წინა სამუშაო ადგილს ან განაახლოთ რომანტიკული ურთიერთობა.
ქალწული
გრძნობთ, რომ კულისებში ბევრი რამ ხდება და თქვენ, სამწუხაროდ, არ ხართ ორიენტირებული ნიუანსებზე. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, გააკეთეთ თქვენი საქმე, გაუშვით კონტროლი, განსაკუთრებით ურთიერთობებში. თქვენ მნიშვნელოვანი პირადი რეალიზაციის ზღვარზე ხართ. ფოკუსირდით იმაზე, რასაც ნამდვილად მოაქვს სიამოვნება. თუ შეამჩნევთ, რომ ვინმე მანიპულირებს თქვენზე, ეს იმის ნიშანია, რომ დაფიქრდეთ, თუ რატომ უშვებთ ამას. დროა გადახედოთ თვითშეფასებასთან და ფულთან დაკავშირებულ საკითხებს.
სასწორი
კვირა კარგია გეგმების, ჩვევების, პარტნიორობის გადახედვისთვის. შეიძლება დაიღალოთ სხვა ადამიანების მოლოდინებით - კარგია, თუ ამ კვირაში საკუთარ თავს მიაქცევთ ყურადღებას. ვენერა ხელს უწყობს მკვეთრი კუთხეების შერბილებას, განსაკუთრებით სიყვარულში, მაგრამ მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი. სოციალური კავშირები აქტიურია, მაგრამ ყველა მათგანი გულწრფელი არაა. რეტროგრადული მერკური დაგეხმარებათ ძველი მეგობრების დაბრუნებაში ან დაუსრულებელ პროექტებთან მიბრუნებაში.
მორიელი
შესაძლოა, გამოაშკარავდეს ამბიციები, რომლებსაც დიდი ხანია თრგუნავთ. მნიშვნელოვანია, რომ არ გახდეთ მანიპულატორი. დროა, რომ გადახედოთ კარიერულ გადაწყვეტილებებს და ფულთან ურთიერთობებს. შესაძლოა, თქვენი მიდგომები მოძველებულია და გჭირდებათ რაიმე ახალი ისწავლოთ, რათა ეფექტურად გამოიყენოთ არსებული რესურსები. შეიძლება იგრძნოთ ნებისყოფის მოზღვავება, სურვილი, შეცვალოთ სამყარო - ან შური იძიოთ. აირჩიეთ ტრანსფორმაციის გზა და არა განადგურების. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრები, განსაკუთრებით წარსულის ადამიანებთან. მათი მეშვეობით მიხვდებით, რამდენად გაიზარდეთ.
მშვილდოსანი
გსურთ მოგზაურობა, მაგრამ რეტროგრადულმა მერკურიმ შეიძლება გზები აგირიოთ. უმჯობესია ძველი იდეების გადახედვა, დაუმთავრებელ კურსებზე ან ლექციებზე დაბრუნება. ნუ იკამათებთ ავტორიტეტებთან, განსაკუთრებით თუ შინაგან პროტესტს გრძნობთ. ფილოსოფიური და სულიერი თემები წინა პლანზე წამოიწევს. შესაძლოა, თქვენი შეხედულებების ან თუნდაც მისიის გადახედვამ მოგიწიოთ. წარსული თავის თავს შეგახსენებთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ უკან დაბრუნდეთ, არამედ იმისთვის, რომ გაიგოთ, სად წახვიდეთ.
თხის რქა
ეს ღრმა ინტროსპექციის კვირაა, ადამიანებსა და გარემოებებს შეუძლიათ თქვენი საზღვრების გამოცდა. ფრთხილად იყავით ფიზიკურ დატვირთვასთან და კონფლიქტებთან: მარსის ენერგია შეიძლება თქვენთვის დამანგრეველი იყოს. მაგრამ კარგი დროა აზრების ჩამოსაყალიბებლად და მათი შემოქმედებითად გადასაყვანად. შესაძლებელია ძველ კავშირებთან დაბრუნება, რომანტიკული ფანტაზიები, რომლებსაც საფუძველი არ აქვთ და წარმოსახვითი „მეორე შანსი“ ურთიერთობებში, სადაც ყველაფერი უკვე ისედაც ნათქვამია.
მერწყული
ამ კვირაში საკუთარ თავს სხვებში დაინახავთ. ურთიერთობები ფოკუსშია. ფრთხილად იყავით: ნუ დაბრუნდებით იქ, სადაც ყველაფერი უკვე ნათქვამია. ზოგიერთს გექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა განიცადო ძველი სიყვარული ან დაასრულოს დიდი ხნის რომანი. პროფესიულ სფეროში შესაძლებელია ძალის გამოცდა: ვინ არის იქ მოვალეობის გრძნობის გამო და ვინ - გულწრფელი ინტერესის გარეშე. თქვენმა მმართველმა ურანმა ახალი ციკლი დაიწყო - გაითვალისწინეთ ეს. სტატიას კი შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე.
თევზები
დახვეწის კვირა: საქმე ეხება შენელებას და სხეულზე ზრუნვას. რეტროგრადულმა მერკურიმ შეიძლება სამუშაო პროცესები აურიოს. ნუ გადაიტვირთებით. შეგიძლიათ თითქმის ფიზიკურ დონეზე იგრძნოთ სხვა ადამიანების მდგომარეობები. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ, გაფილტროთ ინფორმაცია და გარშემო მყოფები. ვენერას რეტროგრადულ მერკურთან ჰარმონიული კავშირი ხელს უწყობს სულიერი ნიჭის აღორძინებას: წერა, ხატვა, სიმღერა. გამოხატეთ საკუთარი თავი.