ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება: 18 ივლისს მერკური ჩვენი გონების მმართველი პლანეტა რეტროგრადულ სვლაში გადადის და 20-ში მარსი კარმულ კვანძებთან ქმნის ასპექტს. თუმცა, სხვა დღეებშიც გვმართებს ყურადღება.
18 ივლისს, მერკური დაიწყებს რეტროგრადულ სვლას (ასტროლოგიურ მოვლენასთან დაკავშირებით გვაქვს სტატია საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ) და ჰარმონიულ ასპექტს შექმნის ვენერასთან. შეიძლება დაუბრუნდებით ძველ ურთიერთობებს, სიყვარულს, გრძნობებს. მიიღოთ შეტყობინება ან ზარი ყოფილისგან. კარგი იქნება, რომ მიუბრუნდეთ მიტოვებულ და დაუსრულებელ საქმეებს. კარგი იქნება მიუბრუნდეთ დაწყებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, შეიტანოთ კორექტივები ან/და დაასრულოთ.
ივლისის მესამე დეკადაში ყველას მოგვეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა. იქნება ტრანსფორმაციის სურვილი. კარგი გაგებით ადამიანებში მოიმატებს გამბედაობა, პატივისცემა, რეაქციის სისწრაფე და ლიდერობის სურვილი. ასევე იქნება იმპულსურობა, დომინირების სურვილი. დაფიქრდით რა გზას ადგახართ და სად მიგიყვანთ იგი. მოგინდებათ ცვლილებები, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს მიმართულება , იყავით გონივრულები. მსოფლიოს დონეზე, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა გაძლიერდეს სამხედრო მოქმედებები, წარმოიშვას დაპირისპირების ახალი კერები და აგრესიული კონფლიქტები ბირთვული იარაღით დაშინების თემებით.
20 ივლისიც საფრთხილო დღეა. მარსი - ენერგიის, ომის პლანეტა კარმულ კვანძებთან ქმნის ასპექტს. შეიძლება გაგიხსენონ ძველი რისხვა და იყოს შურისძიების სურვილი. გაფრთხილდით და მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს . დაფიქრდით, თქვენი დღევანდელი საქციელი რა შედეგს მოგიტანთ მომავალში.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!