ვერძი
დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ მისი განხორციელება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ასაკით უფროს ადამიანებთან. კვირის მეორე ნახევარში დაგეგმეთ მგზავრობა და იურიდიული საკითხების მოგვარება. არ დაარღვიოთ კანონი და არ შეილახოთ რეპუტაცია.
კურო
იყავით ღიმილიანი და დიპლომატიური საქმიანი პარტნიორების მიმართ; არ გაწყვიტოთ მათთან კავშირი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. არ დაძაბოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ბავშვებთან ეს უკანასკნელი შეიძლება ზედმეტად ჭირვეული მოგეჩვენოთ. საუკეთესო დროა სწავლისა და მიმოსვლისთვის.
ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ. კარგი კვირაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მის მიმართ აგრესიულობასა და სარკაზმს არ გირჩევთ.
კირჩხიბი
შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა და დატვირთვა სამსახურში. მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, მედიკამენტებთან ერთად შინაურული მეთოდებიც გამოიყენეთ. საუკეთესო დროა რომანტიკული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. უქმეებზე ზოგიერთმა შეიძლება ოჯახური წვეულება მოაწყოთ.
ლომი
შეადგინეთ დღის განრიგი, ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ვალდებულებები მოგემატებათ სახლშიც და სამსახურშიც და ყველაფერს იდეალურად უნდა გაართვათ თავი. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, მოიცილეთ მავნე ჩვევები. უქმეებზე საყვარელ ადამიანს სიურპრიზები და საჩუქრები მოუმზადეთ.
ქალწული
თავისუფლად მოქმედება კარგ შედეგს მოგიტნათ. ნუ მოექცევით ჩარჩოებსა და გრაფიკში. არ გაართულოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. საკუთარ თავში ახალ ტალანტს აღმოაჩენთ. შეიძლება ლიტერატურულ საქმიანობაში მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
სასწორი
კვირის დასაწყისში მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ცოტა ხანში ისინი შეიძლება აღარ მოგეწონოთ. იოლად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი; ჩაერთვებით საინტერესო დისკუსიებში, მაგრამ ნურც დასვენებას და გამოძინებას დაივიწყებთ. კვირის მეორე ნახევარში სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ. უქმეები ნათესავებთან ვიზიტს დაუთმეთ.
მორიელი
მიხვდებით, რომ ცხოვრება იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე გეგონათ. გახშირდება კომუნიკაცია მეგობრებთან და ნათესავებთან. გელოდებათ საჩუქრები და სიურპრიზები. შეხვდით საქმიან პარტნიორებს, განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე და საღამოობით უმასპინძლეთ ახლობლებს. უქმეებზე გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს.
მშვილდოსანი
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და უფრო მეტიც, მათთან საქმიანობას. არ ჩაერთოთ სარისკო ქმედებებში. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ რჩევას არ ჰკითხავთ სპეციალისტს. საუკეთესო კვირაა შემოქმედითი იდეების განსახორციელებლად. შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
თხის რქა
გაანალიზეთ გარშემო მყოფების ქმედება და საკუთარიც. გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხო ქვეყნებისა და კულტურისადმი. ნუ ეტყვით დახმარებაზე უარს ახლობლებს, დაეხმარეთ მათ მატერიალურად. კვირის ბოლოს მეტი დრო გაატარეთ სიმშვიდეში, დაინტერესდით ფსიქოლოგიური ლიტერატურით. უქმეებზე ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ იმოქმედოთ.
მერწყული
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას, იყავით მომართული პოზიტივზე. ეცადეთ, უფროსის მითითებები და თქვენი ვალდებულებები პატიოსნად შეასრულოთ. სასურველის მისაღებად მოიმატებს თამამი, ზოგ შემთხვევაში სარისკო ქმედებებიც. უქმეებზე გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა და მგზავრობა.
თევზები
საუკეთესო კვირაა მეგობრული და საქმიანი შეხვედრებისთვის. გახშირდება ინტერნეტკომუნიკაცია. საინტერესო ადამიანებთან მოგიწევთ დისკუსიაში ჩართვა და მსჯელობა. ენდეთ ინტუიციას, ის არ გიღალატებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. უქმეები გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ჩაერთეთ საერთო საქმიანობაში.