14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ენერგიის მომატებას იგრძნობთ და ნებისმიერ საქმეს ადვილადაც დაიწყებთ და მარტივადაც მოაგვარებთ. ეს რაც შეეხება საქმეებს, მაგრამ აი, პირადი ურთიერთობები მოსვენებას დაგიკარგავთ და მათ მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა გმართებთ.

ტყუპი

თუ გვერდით ისეთი ადამიანი გეყოლებათ, ვინც მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას გაგიწევთ, ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს.

კირჩხიბი

საკუთარი ეჭვებისა და უნდობლობის გამო შეიძლება გარშემო მყოფები გადაიკიდოთ. მოსალოდნელია გაუგებრობები და კონფლიქტიც კი. ეცადეთ, მშვიდად იყოთ და ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედოთ.

ლომი

უამრავი საქმე (სამსახურებრივიც და საოჯახოც) გექნებათ მოსაგვარებელი. მარტო ვერაფერს გახდებით. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ და დახმარება კოლეგებსა და ნათესავებს სთხოვეთ.

ქალწული

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ისე, რომ ფულის სარფიანად დაბანდებასაც კი განიზრახავთ. ახალი საქმის წამოწყებამდე რჩევა გარშემო მყოფებსაც ჰკითხეთ და სპეციალისტებსაც.

სასწორი

კარგი დღეა ცოდნის გაღრმავებისთვის, ახალის შესასწავლად; სულიერი პრაქტიკისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში.

მორიელი

აკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი, სიტყვა და საქციელი. გამორიცხული არაა, თქვენი კეთილგანწყობით ვინმემ ბოროტად ისარგებლოს; ან გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოთ, ან მატერიალურად დაგაზარალოთ.

მშვილდოსანი

შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ მეგობრებსა და ნათესავებს. მათგან შეიძლება საჭირო ინფორმაცია ან ფულადი დახმარება მიიღოთ. აგრეთვე მათივე ხელშეწყობით  საზღვარგარეთ სამსახური იშოვოთ ან სწავლის გაგრძელების საშუალება მოგეცეთ.

თხის რქა

ყველას ნუ გაუმხელთ საკუთარ იდეებს. ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ. დღეს ან მატერიალურად გაძლიერდებით, ან ახალ, პერსპექტიულ სამსახურს შემოგთავაზებენ.

მერწყული

საკუთარი გადაწყვეტილებებისა და საქციელის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

თევზები

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იდეების განსახორციელებლად. ყველა საქმე გამოგივათ, რასაც ხელს მოკიდებთ. მთავარია, უსაქმოდ არ იჯდეთ და იმოქმედოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით