ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:06-ზე, მთვარე 12:43-ზე ქალწულში გადავა
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
ვერძი
დღეს მთავარი მიზანი მრავალდავალება უნდა იყოს: თუ მთელ დროს დაუთმობთ მხოლოდ ერთი საკითხის გადაჭრას, მაშინვე პრობლემები წარმოიქმნება სხვა სფეროებში. შეეცადეთ გამოყოთ თქვენი დრო და მოაგვაროთ ყველაფერი, რაც დღეს დაგეგმილი გქონდათ.
კურო
შესაძლოა ყველა გეგმა დაინგრეს და მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემების გადაჭრამ მოგიწიოთ. შესაძლოა, ზოგიერთ მოსაზრებას გადახედოთ. თუმცა, ეს არ არის დეპრესიის მიზეზი. დააყენეთ ყველაფერი თავის ადგილზე, მოძებნეთ ახალი შესაძლებლობები.
ტყუპი
მოემზადეთ დატვირთული დღისთვის. მოგიწევთ უსიამოვნებების გადალახვა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. დაუყოვნებლივ ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს, შეეცადეთ გადახედოთ რა ხდება. ნაყოფიერი მუშაობა დაგეხმარებათ დაივიწყოთ ყველა პრობლემა.
კირჩხიბი
თუ კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სირთულეებს განიცდის, შეცვალეთ თქვენი ქცევა, გადახედეთ პრიორიტეტებს. შეიძლება რთული იყოს ძველი შეცდომების გამოსწორება, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ გამონახოთ კომპრომისი. დაალაგეთ სახლი: ეს დაგეხმარებათ ემოციურად დაისვენოთ.
ლომი
დღეს თქვენს გარშემო მყოფებს სჭირდებათ მკაფიო გეგმა და კონტროლი თქვენი მხრიდან, ამიტომ დროა გამოიყენოთ თქვენი ლიდერობის უნარი. საღამოს პასიურად დაისვენეთ წინააღმდეგ შემთხვევაში გადატვირთულობა მალე ცუდად იჩენს თავს.
ქალწული
სამსახურში საქმეებს კარგად გაუმკლავდებით, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება საოჯახო საქმეებს უნდა მიაქციოთ. პრობლემები, რომლებსაც ყოველთვის ერიდებით, დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს და რაც უფრო ადრე გაუმკლავდებით მათ, მით უკეთესი ყველასთვის.
სასწორი
გაღიზიანება და ცუდი გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეგაწუხებთ. ნუ მისცემთ უფლებას ნეგატიურ ემოციებს შეგიშალონ ხელი საქმეების მოგვარებაში, ურთიერთობებში. მეგობრებთან კომუნიკაცია უკეთესობისკენ შეგიცვლით განწყობას.
მორიელი
გუნება-განწყობის ცვალებადობის გამო კონცენტრირება და სამუშაო განწყობაზე მოსვლა გაგიჭირდებათ. დააკვირდით ყველა დეტალს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომების ალბათობა. ნათესავებთან ან მეგობრებთან ურთიერთობა არ მოგიტანთ შვებას, უმჯობესია, საღამო მარტო გაატაროთ.
მშვილდოსანი
მოემზადეთ წარმატებული დღისთვის და შეეცადეთ აიმაღლოთ თვითშეფასება მეგობრების დახმარებით ან თქვენი საყვარელი აქტივობით. კარგია სპორტულ დარბაზში ან რომანტიკულ პაემანზე წასვლა. მოერიდეთ თავგადასავლებს, სარისკო ქმედებას.
თხის რქა
მოიკრიბეთ ძალა და მოაგვარეთ ყველა დაგროვილი პრობლემა. კონფლიქტურ სიტუაციებში შეინარჩუნეთ თავშეკავება და ნუ ამბობთ იმას, რასაც მოგვიანებით ინანებთ. შეძლებთ გადაჭრათ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ხნის წინ მოსაგვარებელი საკითხები.
მერწყული
ყველა ემოცია უნდა გააკონტროლოლოთ. კამათში გამოიყენეთ ფაქტები, იმოქმედეთ გამოცდილებით და რაციონალური მიდგომით. კრიტიკულად შეხედეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მიიღებთ. იქნება ბევრი არასაჭირო საუბარი, რომელიც უმჯობესია თავიდან აიცილოთ.
თევზები
არ მისცეთ უფლება ემოციებს გაგიფუჭოთ დღე, ურთიერთობები, საქმეები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება. მიჰყევით გეგმას და არ მოცდეთ არაფრისმომცემ საქმეებზე. დაუთმეთ მეტი დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვას.