დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები.
მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები.
კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის.
მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის.
არასასურველია ქორწინება და ნიშნობა.
არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
ამ დღის ქვაა: ჰიაცინტი.
დღის გაფრთხილება: არ იპკუროთ სუნამო და მოერიდეთ სარკეში ყურებას.
მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 16:27
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.