კურო
მოშურნეები ეცდებიან დაგაზარალონ. შესაძლოა გამჟღავნდეს თქვენი საიდუმლო; გეგმა. ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ სიახლეებს.
ტყუპი
ჰარმონიული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
კირჩხიბი
თუ კარგად დაგეგმავთ, ყველა საქმეს მოაგვარებთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და ურთიერთობის გარკვევა სასიყვარულო პარტნიორთან. ნუ იმკურნალებთ ეგზოტიკური მეთოდებით.
ქალწული
წარმატებული დღე გელით. სხვადასხვა სფეროში გამარჯვებას მიაღწევთ. ნათესავებთან დაკავშირებულ საკითხებსაც უპრობლემოდ მოაგვარებთ. დაივიწყეთ შიში, მაგრამ გააზრებულად იმოქმედეთ.
სასწორი
ნუ წამოეგებით პროვოკაციას და ნურც გარშემო მყოფების უხეშობას უპასუხებთ. ნურავის მოახვევთ თქვენს აზრს და ნურც თქვენ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.
მორიელი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან. იყავით მეტად ღიმილიანი.
მშვილდოსანი
თუ დღეს მუშაობას დაგაწყვეტთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ნუ გადავარდებით ფანტაზიებში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
კარგი დღე ელით ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და საქველმოქმედო სფეროში მომუშავეებს. ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი, განსაკუთრებით კონკურენტებთან ბრძოლაში.
მერწყული
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, როცა საკითხი პირად ცხოვრებას ეხება. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. მეტად გამოავლინეთ ორგანიზებულობა და იყავით დისციპლინირებული. მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას, ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს.