14 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 01:37-ზე, მთვარე ტყუპშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ სახლს – დროა გადაყაროთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ. საღამო შეიძლება დაეთმოს საკუთარი აზრების, ამოცანებისა და მიზნების გადახედვას. შესაძლოა, ზოგიერთი იდეა დიდი ხანია არ გიზიდავთ, მაგრამ ჩვევის გამო აგრძელებთ მათზე ფიქრს.

კურო

მოერიდეთ უცნობებს, რომლებიც ცდილობენ თქვენთან საუბრის დაწყებას, თუნდაც მათ, ვინც გარეგნულად სრულიად უვნებელია. დიდია ცხვრის ტყავში გადაცმულ მგელთან შეხვედრის ალბათობა, თაღლითობის ან დაყაჩაღების მიზნით. დღეს უმჯობესია მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს.

ტყუპი

გამოავლინეთ თქვენი ნიჭი მაქსიმალურად. დღეს გააკეთეთ ყველაფერი, რაც მომავალში მოგიტანთ წარმატებას, დაფასდებას და კომპლიმენტებს. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კირჩხიბი

დღე შესაფერისია ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად და სახელმწიფო უწყებებში მოსანახულებლად. შეგიძლიათ სწრაფად შეავსოთ საჭირო დოკუმენტები; დაასრულოთ საქმეები, რათა გამოითავისუფლოთ უქმეები.

ლომი

შესანიშნავი დღეა მოკლე ტურისტული მოგზაურობის, ექსკურსიისთვის. თუ საკუთარ თავს უფლებას მისცემთ არ იფიქროთ აქტუალურ პრობლემებზე, მიიღებთ დიდ სიამოვნებას და დადებითი ემოციების მუხტი დიდხანს გაგრძელდება.

ქალწული

ეს არ არის საუკეთესო დრო სამსახურში ინიციატივისთვის, კრეატიული გადაწყვეტილებების მოსაფიქრებლად ან უფროსებთან კამათისთვის. შეინარჩუნეთ ნეიტრალური პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით უსიამოვნებების ეპიცენტრში.

სასწორი

დღე სრულ კმაყოფილებას მოგიტანს - საქმეში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევთ, გარშემო მყოფები განსაკუთრებით დაგეხმარებიან. მიიღებთ ახალ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ ბიზნესის გასავითარებლად. თუ სასიყვარულო პაემანს დაგეგმავთ, საყვარელ ადამიანს გააბედნიერებთ.

მორიელი

დახურეთ დაგროვილი ფინანსური ვალდებულებები, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც. დაიწყეთ მიმდინარე პროექტებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, შინ გელოდებიან.

მშვილდოსანი

ნუ დადებთ გარიგებებს და ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს, არ აჩქარდეთ გადაწყვეტილების მიღებისას. შეცდომის დაშვების მაღალი რისკია. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია მტკიცედ, მაგრამ დიპლომატიურად, გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება რომ არ გაიფუჭოთ.

თხის რქა

დღეს ჯობია ისეთი საქმეები აკეთო, რისთვისაც მოთმინება და სკრუპულოზობა არ არის საჭირო. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

მერწყული

არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუკი არსებობს ეჭვი მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. მოუსმინეთ შინაგან ხმას და გამოცდილი ადამიანების რჩევას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები

ბოლო დროს გადაღლილი და დაძაბული ხართ და საქმეებში შეცდომები რომ არ დაუშვათ, მსუბუქი ვალდებულებები შეასრულეთ. კარგია რელაქსაცია, დამამშვიდებელი ჩაის და აბაზანის მიღება. თუ შესაძლებელია, დატოვეთ ქალაქი და გაატარეთ შემდეგი დღეები ბუნებაში.