ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
ვერძი
წინსვლისას უკან ნუ გაიხედავთ. წარსული მოვლენები წარსულში დატოვეთ და აწმყოში იცხოვრეთ, რა თქმა უნდა, მომავალზე ორიენტირებით.
კურო
ახალი პროექტების დაწყებამდე ძველი პროექტები დაასრულეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკანასკნელი მუდმივად ამოტივტივდება და ახალი პროფესიული სიმაღლეების დაპყრობაში შეგიშლით ხელს.
ტყუპი
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რის მიღწევა გსურთ სინამდვილეში, როგორც პროფესიულად, ასევე პირადში, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რა საშუალებებით უნდა იმოძრაოთ მიზნისკენ.
კირჩხიბი
თუ დიდი ხანია მუშაობთ თქვენს პროექტზე, დროა იფიქროთ მის საზოგადოებისთვის წარდგენაზე. დღეს ის ყველაზე წარმატებული იქნება.
ლომი
დღე, როდესაც სასიამოვნო სიურპრიზები შესაძლებელია, როდესაც რთული პროფესიული ან ცხოვრებისეული საკითხი მოულოდნელად მოგვარდება, თითქოს თავისით - თქვენი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
ქალწული
ახალი პროექტის დაწყებისას, ყურადღებით უნდა დაფიქრდეთ ყველა დეტალზე: ყველაზე მოულოდნელ მომენტში, რაღაც წვრილმანს შეუძლია მთელი საქმე გააფუჭოს.
სასწორი
დღეს თავში მოსული ფიქრები, განსაკუთრებით თუ ისინი შემოქმედებას ეხება, უნდა ჩაიწეროთ. ყველაფრის დამახსოვრებას ვერ შეძლებთ, მომავალში კი მათი განხორციელებით პოპულარობასაც მოიპოვებთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა უახლოესი მომავლის გეგმების დასახვისთვის. შეძლებთ ზუსტად განსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, ასევე მნიშვნელოვანი საქმეები მეორეხარისხოვნისგან გამიჯნოთ.
მშვილდოსანი
დღე, როდესაც ფულთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ: სპონტანური და, როგორც მოგვიანებით გაირკვევა, სრულიად არასაჭირო ნივთების შეძენა სერიოზულად დააზარალებს თქვენს ბიუჯეტს.
თხის რქა
ძნელი სათქმელია, რა ფორმით მოგივათ მოულოდნელი მოგება, მაგრამ საბოლოოდ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, რომ მოულოდნელად სასიამოვნო თანხას მიიღებთ.
მერწყული
პროფესიული საკითხები შემოქმედებითი თვალსაზრისით უნდა გადაწყდეს - რაც უფრო შემოქმედებითად შეხედავთ ზოგადად ბანალურ ამოცანას, მით უკეთესად და ეფექტურად შეძლებთ მის დასრულებას.
თევზები
მოძრავი და უძრავი ქონებით ტრანზაქციებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება: თუ დიდი ხანია გეგმავთ ბინის ან მანქანის ყიდვას ან გაყიდვას, ამისთვის უკეთეს დროს ვერ იპოვით.