ავტორი:

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისი ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:20-ზე, მთვარე 12:15-ზე ესტუმრება მერწყულს

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად, მოგზაურობის დასაწყებად, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

ვერძი: ყოველდღიური საქმეებიც კი დაკვირვებით მოაგვარეთ. მაღაზიებში წასვლამდე ჩამოწერეთ საყიდლების სია, რათა არაფერი შემოგეყიდოთ. საღამო დაუთმეთ ფლირტს, შემოქმედებას.

კურო: მსუბუქი საქმეები შეასრულეთ და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის განებივრებას. იზრუნეთ სახლში ჰარმონიული გარემოს შექმნაზე. საღამოს ესტუმრეთ ნათესავებს, მეზობლებს.

ტყუპი: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით თქვენი იდეებით. მოიმატებს გარშემო მყოფებთან ლაპარაკის სურვილი. ფულის ხარჯვა მოგიწევთ სასიამოვნო საყიდლებზე, საჩუქრებზე.

კირჩხიბი: რუტინული საქმეების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. იყავით დაკვირვებული. საღამოს დაგეგმეთ წვეულება, მხიარულება. ზოგიერთში მოიმატებს სენტიმენტალურობა.

ლომი: მიუბრუნდით დაწყებულ საქმეებს. საღამოს მოგემატებათ მხნეობა, მოგინდებათ შემოქმედებითი იდეებს განხორციელება. ზოგიერთი გააბამთ ვირტუალურ ნაცნობობას, ფლირტს.

ქალწული: ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა შუადღის შემდეგ დაგეგმეთ. იყავით დაკვირვებული იოლი ვალდებულებების მოგვარების დროსაც კი. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ.

სასწორი: საქმიანი შეხვედრები და ვალდებულებები დაკვირვებას მოითხოვს. ყურადღებით მოისმინეთ თქვენი დავალებები. საღამოს რომანტიკული შეხვედრა და სურვილების ასრულება გელოდებათ.

მორიელი: ფინანსური და პრაქტიკული საკითხების მოგვარება დიდი დაკვირვებას მოითხოვს. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. საღამოს ახალი, საიდუმლო გასართობი გამოგიჩნდებათ.

მშვილდოსანი: დროსა და ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავთ; მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. საღამოს საზოგადოების წინაშე მოგიწევთ გამოსვლა. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.

თხის რქა: დაკვირვება გმართებთ დეტალებზე მუშაობისას. არ თქვათ მიპატიჟებაზე უარი. საინტერესო და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამოს დაეხმარეთ ახლობლებს სურვილების ასრულებაში.

მერწყული: დილა რუტინული ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. შეიძლება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში.

თევზები: სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. მიიღებთ პოზიტივს შემოქმედებითი იდეების გახორციელებით. საღამოს მეგობრული შეხვედრა დღესასწაულად გადააქციეთ.