14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ საქმეებში შეფერხება გაქვთ, დროა კორექტივები, შენიშვნები შეიტანოთ და ისე გააგრძელოთ მუშაობა. დაფიქრდით და შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება საქმისა და ზოგიერთი ადამიანის მიმართ.

ტყუპი

თუ მეგობრებს საკუთარ სურვილებს გაუმხელთ, ისინი კარგ რჩევებს არ დაიშურებენ თქვენთვის. კარგი დღეა მგზავრობისა და საყიდლებისთვის.

კირჩხიბი

დაუგეგმავი ხარჯი გელით, რაც თქვენს ბიუჯეტზე საგრძნობლად იქონიებს გავლენას. დღეს შეიძლება დიდ მეგობრულ წვეულებაზე, ბანკეტზე ან იუბილეზე მიგიპატიჟონ.

ლომი

მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ დოკუმენტების გაფორმებისას. საჭირო დროს დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. მოსალოდნელია მცირე ხარჯი.

ქალწული

პირველ რიგში საკუთარი თავისა და საქმის მიმართ უნდა იყოთ კრიტიკული და შემდეგ გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, თქვენი შენიშვნების გამო არავინ გაანაწყენოთ და სამუდამოდ არ დაშორდეთ ერთმანეთს.

სასწორი

დღეს საქმეებსაც დროულად დაასრულებთ და მეგობრებთან შეხვედრასაც მოახერხებთ. დღეს ყველა შანსი გაქვთ იმის, რომ გააუმჯობესოთ პირადი ურთიერთობა.

მორიელი

ახალი ნაცნობები შეიძლება მეტად უჩვეულო, ჩახლართულ სიტუაციაში გაიჩინოთ მაგრამ თუ ერთად და შეთანხმებულად იმოქმედებთ, ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ.

მშვილდოსანი

დღეს გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. ეცადეთ, მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ მათთან, რათა მომავალში საკუთარი საქმეები მათი დახმარებით მოაგვაროთ.

თხის რქა

სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი, გრაფიკის შეცვლა ან საქმეების გადანაწილება კოლეგებთან ერთად განიხილეთ. ისე არ გამოვიდეს, რომ ყველას ნაცვლად თქვენ იმუშაოთ.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ახალ ამბებს. დღეს ან თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე მიიღებთ პასუხს, ან ინფორმაცია თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცლის. ყოველ შემთხვევაში, რჩევისა და დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ.

თევზები

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ სასარგებლო საქმიანობას. მეტი დრო გაატაროთ საინტერესო და პოზიტიურ ადამიანებთან ერთად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით