14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. ეცადეთ, არ დაართვიოთ კანონი. გარშემო მყოფებთან მცირე კამათს დიდ უსიამოვნებაში ნუ გადაზრდით.

ტყუპი

დაკვირვებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდექით საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ძვირად ღირებულ ნივთებზე. ნუ გადავარდებით ავანტიურაში.

კირჩხიბი

ნუ გადაიღლებით, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ახალ ურთიერთობებს ნუ დაიწყებთ "ომით", საკუთარი უპირატესობის დამტკიცებით.

ლომი

სიფრთხილე გმართებთ იმ ადამიანებთან, ვინც იცის თქვენი პირადი საიდუმლო, სად ინახავთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.

ქალწული

ცვლილებების გამო ცოტა მეტი დაკვირვება გმართებთ. ნუ გექნებათ დიდი იმედი და არც იმედგაცრუებული დარჩებით. კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეთ.

სასწორი

მოსალოდნელია აშკარა ბრძოლა ძალაუფლებისთვის (მაგალითად, - ოჯახში). მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. განსაკუთრებით, სექტემბრის სასწორები. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან, საჭესთან.

მორიელი

შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. რამდენიმე დღით გადადეთ მგზავრობა, მოგზაურობის დაწყება.

მშვილდოსანი

შეიძლება მკვეთრად გაწყვიტოთ კავშირი რომელიმე პარტნიორთან/კოლეგასთან. ნუ გადააბარებთ საკუთარ ვალდებულებებს სხვებს. სიახლები გელით ოჯახურ, პირად ცხოვრებაში.

თხის რქა

მშვიდობიანი დიალოგის იმედი ნუ გექნებათ. დღეს ავტორიტეტისა და საკუთარი უპირატესობის დამტკიცება მოგიწევთ გარშემო მყოფებისთვის. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.

მერწყული

დაკვირვება გამრთებთ მუშაობისას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. განსაკუთრებით, უცხოელებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები

ცვლილებების დღეა. ეცადეთ, სწორად მოიქცეთ, თუ უსიამოვნებები არ გსურთ. მოიმატებს ბრძოლისუნარიანობა, აზარტი. ფიზიკურად და ემოციურად აქტიური იქნებით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით