კურო
სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, სირთულეებს არ შეეჭიდოთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი გარეგნობის (განსაკუთრებით კბილებისა და კანის) გაუმჯობესებას.
ტყუპი
სერიოზულად მიუდექით წვრილმანებსაც კი. დამატებით დახმარებას მიიღებთ უფროსი მეგობრებისგან. ზომიერება გმართებთ ყველა სფეროში, კვებაშიც კი.
კირჩხიბი
დაიცავით ბალანსი და გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთანაც კი. თუ მოინდომებთ, ნებისმიერ ადამიანთან გამონახავთ საერთო ენას.
ლომი
დღეს მეტად ორგანიზებული უნდა იყოთ. დაიცავით წესრიგი და რეჟიმი. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ მავნე პროდუქტების ჭამას.
ქალწული
ზომიერება გმართებთ ყველაფერში და განსაკუთრებით მუშაობაში. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ. ჰარმონია დაისადგურებს პირად ცხოვრებაში.
სასწორი
ენერგია კონკრეტული საქმეების მოგვარებას მოახმარეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
მორიელი
სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ფინანსური საკითხების მოგვარებას. ზომიერება გართებთ ფულის ხარჯვასა და კვებაში.
თხის რქა
საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ნუ შეუშინდებით რთულ მოწინააღმდეგეს. გამონახეთ დრო და გაიუმჯობესეთ გარეგნობა.
მერწყული
სანამ რამე საქმეს წამოიწყებდეთ, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ. თუ ხვდებით, რომ დაიბენით, ცოტა ხნით განმარტოვდით და მშვიდ გარემოში დაისვენეთ.
თევზები
მართალია, ნელა, მაგრამ სწორად ვითარდებით. დაიცავით წესები და მორალის ნორმები. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის, შვილების გვერდით.