შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე
იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
ვერძი
კარიერასა და პასუხისმგებლობებზე იყავით ფოკუსირებული. შეიძლება დაგჭირდეთ პირადი გეგმების კორექტირება, მათ შორის პროფესიონალური და ფინანსური.
კურო
დღის პირველი ნახევარი უფრო ჰარმონიულია. საღამომ შეიძლება გავლენა მოახდინოს გრძნობებზე ან ინტერესებზე. უნდა მოაგვაროთ საკითხი რესურსების განაწილებასთან, ან გუნდთან, პარტნიორთან ურთიერთობა.
ტყუპი
დილა თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ. შეიძლება წარმოიშვას სირთულეები, მაგრამ ამავე დროს დაინახავთ სწორ მიმართულებას. საღამო გაატარეთ სასიამოვნო გარემოში, თქვენი საყვარელი ადამიანების გვერდით.
კირჩხიბი
დიპლომატიურობა დღეს მნიშვნელოვანია; ახალი წესების შედგენის და დაცვის დრო დადგა. საქმეების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ კოლეგებისა თუ პარტნიორების მხარდაჭერა.
ლომი
დღის დასაწყისი შესაფერისია რუტინისთვის და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს.
ქალწული
საღი აზრი და რაციონალიზმი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ უსიამოვნო სიურპრიზებს. საღამო დაუთმეთ პასიურ დასვენებას, გამორთეთ გაჯეტები.
სასწორი
შუადღემდე აქტუალურია პრაქტიკულობა, პროფესიონალიზმი, რესურსებზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა. საღამოს მოგინდებათ თამამი ნაბიჯების გადადგმა სიყვარულში ან შემოქმედებაში. თუმცა, ასეთი თავისუფლება ზოგჯერ დაკავშირებულია მოულოდნელ ხარჯებთან.
მორიელი
დღის პირველი ნახევარი უფრო ჰარმონიულია. საღამოს შეიძლება იგრძნოთ დისკომფორტი. შეიძლება გაიზარდოს უნდობლობა, წარმოიშვას მცირე პრობლემები ან პირად ურთიერთობებში დისონანსი.
მშვილდოსანი
პრაქტიკული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. მოერიდეთ ფულის სპონტანურ ხარჯვას. საღამოს მოგინდებათ სიახლეები, კომუნიკაცია, ინოვაციები და მეგობრებთან კომუნიკაცია.
თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. კარგი იქნება გააუმჯობესოთ მეგობრულ წრეში არსებული ატმოსფერო. დღეს საქმეებზე ნუ იფიქრებთ, მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
მერწყული
კარგი დღეა ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროების შესაფასებლად: ჯანმრთელობა, ყოველდღიური ცხოვრება, ემოციური მდგომარეობა, რესურსები თუ პროფესიული უნარები და მათში დადებითი ცვლილებების შესატანად.
თევზები
გამონახეთ დრო შესაძლებლობების შესაფასებლად და გეგმების განსახილველად. თუმცა, ნუ დაიწყებთ ჯერ მათ განხორციელებას. სამსახურში მოგიწევთ წესებისა და ფორმალობის დაცვა.