14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

წარმატებული დღე გექნებათ, თუ სხვების საქმეები თქვენი გასაკეთებელი არ გახდება და ამის გამო საკუთარ საქმეებს არ დააზარალებთ.

ტყუპი

ყველაფერზე ნერვებს ნუ მოიშლით. დღეს შეიძლება უმნიშვნელო უსიამოვნებაზეც კი გიმტყუნოთ ნერვებმა. ზოგ პრობლემას იუმორითაც კი შეხედეთ.

კირჩხიბი

ნუ გათამამდებით, ის, რაც სხვებს ეპატიებათ, თქვენ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.

ლომი

იყავით საქმის კურსში. უმნიშვნელო დეტალის არცოდნამაც კი შეიძლება უდიდესი ზიანი მოგაყენოთ.

ქალწული

დღეს ისეთი დღეა, როცა გრძნობებს აყოლა სასარგებლოც კი იქნება თქვენთვის.

სასწორი

თქვენი ღიმილი სამყაროს ამშვენიერებს. ნუ მოაკლებთ გარშემო მყოფებს ამ სიამოვნებას.

მორიელი

ნუ ხართ სხვების მიმართაც ისეთი მომთხოვნი, როგორც საკუთარი თავის მიმართ. დღეს მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რათა ისეთ ადამიანს გადაეყრებით, რომელსაც მხოლოდ მეათე ჯერზე გააგებინებთ საქმის ვითარებას.

მშვილდოსანი

არჩევანის გაკეთება არასდროს გიჭირთ. მთავარია, გარშემო მყოფების ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

თხის რქა

ძალიან ადვილად შეძლებთ იმის მიღწევას, რაც გულით გწადიათ.

მერწყული

კარგი დღეა ძველი მეგობრობის აღსადგენად. მივიწყებული ახლობლების მოსაკითხად.

თევზები

მიუხედავად იმისა, რომ დაბნეული ხართ და ხშირად გიჭირთ აზრის სწორად ჩამოყალიბება, მაინც წარმატებული დღე გელით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით