14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ნეგატივთან საბრძოლველად. დილა ვარჯიშით დაიწყეთ, სკვერში სირბილი ენერგიით აგავსებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი

უარყოფითი განწყობა საქმეების მოგვარების საშუალებას არ მოგცემთ. ბუნებასთან სიახლოვე დადებითი ემოციებით აგავსებთ. მეტი ჰარმონია შეიტანეთ ცხოვრებაში.

კირჩხიბი

სამსახურის საქმეების პარალელურად იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე, დადებითი განწყობის შექმნაზე. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, კარგია იოგა. სამსახურის შემდეგ სკვერში გაისეირნეთ.

ლომი

ვალდებულებებით დატვირთული დღეა. მოერიდეთ კარდინალური ნაბიჯების გადადგმას. არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანობის შეცვლა. საღამოს მეგობრებთან გულითადი საუბარი თვითრწმენას დაგიბრუნებთ.

ქალწული

ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. წუთიერი აღტყინების გამო ნუ მიატოვებთ ოჯახს, სამსახურს. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, დაისვენეთ და ძალები მოიკრიბეთ.

სასწორი

გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. თუ საშუალება გაქვთ, ერთდღიანი შვებულება აიღეთ და ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. პოზიტივით დაიმუხტეთ; კარგია იოგა და ცურვა.

მორიელი

მოერიდეთ კამათს, ურთიერთობს გარკვევას გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ ნეგატივის გამოვლენას. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, წაიკითხეთ, დაისვენეთ. საღამოს კარგია იოგა და ცურვა.

მშვილდოსანი

დღევანდელი დღე მშვიდად უნდა განვლოთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, დაკავდით პოზიტიური საქმიანობით.

თხის რქა

დილა ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. თუ ვარჯიში არ გიზიდავთ, შემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, რათა ოთხშაბათს კარგი განწყობით შეხვდეთ.

მერწყული

გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში. რისი მიღწევა გსურთ, რისგან გათავისუფლება. მოერიდეთ უარყოფითი ემოციის გამოხატვას როგორც სახლში, ასევე სამსახურში. საღამოს კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება, იოგა.

თევზები

დილა ვარჯიშით, ცურვით დაიწყეთ. ადვილად გაუმკლავდებით ნეგატივს. მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით