14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

იმიჯის შეცვლა მოგინდებათ. კარგი დღეა სალონური პროცედურებისთვის. საღამოს მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ, კინოში ან კაფეში შეიარეთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები დადებითად შეააფასებენ თქვენს ახალ იმიჯს.

ტყუპი

გაუფრთხილდით ელექტრონივთებს; მოსალოდნელია მათი დაკარგვა, გაფუჭება. კარგი დღეა ვარჯიშისა და საყიდლებისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

დასვენების დღე მოიწყვეთ. გამორთეთ მობილური. გამოიძინეთ, ინებივრეთ საწოლში. უახლოეს კაფეში ისაუზმეთ, ისადილეთ. გაისეირნეთ ქალაქში, დატკბით სუფთა ჰაერზე ყოფნით.

ლომი

მხიარულ განწყობაზე გაგეღვიძებათ. ფლირტი და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგინდებათ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. თუმცა, მოერიდეთ მასთან კონფლიქტს.

ქალწული

ოცნებისა და დასვენების დღეა. სასურველია, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. დილით არ გაწყენთ ვარჯიში. საღამოს კარგია საუნა და მასაჟი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სპექტაკლს დაესწარით.

სასწორი

მოერიდეთ საყიდლებს, ფულის ფლანგვას. ნუ გაბრაზდებით, ეკონომიის გამო. იფიქრეთ, რომ ფულს მოგზაურობისთვის, ძვირფასი აქსესუარის, სუნამოს საყიდლად აგროვებთ.

მორიელი

გამოიძინეთ, დაისვენეთ. დღის მეორე ნახევარი კი შვილებთან ერთად გაატარეთ. ნუ ეცდებით ყველას დახმარებას. თავადაც კარგად გაართმევენ თავს. თქვენ კი დრო სურვილისამებრ გაატარეთ.

მშვილდოსანი

ცვლილებების დღეა. ეს ეხება იმიჯს, გარეგნობას და შინაგან განწყობასაც. კარგი დღეა ისტორიულ მუზეუმში ექსკურსიის მოსაწყობად. საინტერესო წიგნის წასაკითხად. ონალინ ტრენინგზე დასასწრებად.

თხის რქა

რთული სამუშაო კვირის შემდეგ დასვენების საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა, მხიარულ კამპანიასთან ერთად, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული

გამოიძინეთ, ივარჯიშეთ, სკვერში გაისეირნეთ. კარგი დღეა მგზავრობის, საყიდლებისა და ნათესავების მოსანახულებლად. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ და იმხიარულეთ.

თევზები

მოერიდეთ კონფლიქტს და ურთიერთობის გარჩევას ოჯახის წევრებთან. უმჯობესია, დილით სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, ივარჯიშოთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით