კურო
დღეს გლობალური პრობლემები უფრო დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ყოველდღიური. ეცადეთ, ახლობლებთან დისკუსია მწვავე კამათსა და დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
ტყუპი
საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნის გამოტანასა და მოქმედებას ნუ იჩქარებთ. რამდენიმე დღეში შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღოთ.
კირჩხიბი
თუ საქმეებს გულს ვერ უდებთ და ხვდებით, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გეძაბებათ, დღე იმ ადამიანთან ერთად გაატარეთ, ვინც განწყობას გაგიუმჯობესებთ და საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ.
ლომი
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, დაელოდეთ მოვლენების განვითრებას.
ქალწული
რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ, რათა არც ერთი დეტალი არ გამოგრჩეთ.
სასწორი
დღის გეგმები შეიძლება საინტერესო, შემოქმედებით ადამიანთან ნაცნობობამ შეგიშალოთ. ურთიერთსიმპათიის შემთხვევაში, მომავალში შემოქმედებით გეგმებსაც ერთად განახორციელებთ.
მორიელი
დღეს კონკურენტებზე საჭირო ინფორმაციას მოიპოვებთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. შესაფერის დროს დაელოდეთ.
მშვილდოსანი
ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტი (პარტნიორთან, კოლეგასთან) დიპლომატიურად მოაგვარეთ. გაითვალისწინეთ შეცდომები და აღარ გაიმეოროთ ისინი მომავალში.
თხის რქა
მეტი ყურადღებით იმუშავეთ. გადაამოწმეთ ინფორმაციები და საქმიანი დოკუმენტები. შეცდომების გამოსასწორებლად დახმარება გამოცდილ მეგობარს სთხოვეთ.
მერწყული
კარგი დღეა რაიმე ახლის შესასწავლად. ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.
თევზები
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. უფრო მეტიც, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდებათ, თუ ემოციების მოთოკვას ისწავლით.