მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
14 მარტს დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურობითა და ამბიციურობით გამოირჩევიან. მათთვის ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარტნიორობა, როგორც ბიზნესის, ისე სამსახურებრივი თუ პირადი. ამ ადამიანების მთავარი ნაკლი ხშირად, საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრო რწმენაა. ამიტომ, საჭიროა ხანდახან მაინც გამოიჩინონ ობიექტური თვითკრიტიკა.