ავტორი:

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 21:29-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 16:47-ზე

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება "მეგობრობის დღე" ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა, მგზავრობა მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ვერძი: გადახედეთ შემოსავალ-გასავალს. რამდენად გაამართლა ინვესტიციამ. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელსაც ფული მოჰქონდა თქვენთვის. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

კურო: დაფიქრდით, რა მიმართულებით მიდიხართ, რაში დებთ თქვენს ენერგიას, დროსა და ფულს. ისე ცხოვრობთ, როგორც გსურდათ, თუ ცვლილებები გჭირდებათ?..

ტყუპი: დაასრულებთ ადრე დაწყებულ პროექტს, საქმეს. გათავისუფლდებით მძიმე პასუხისმგებლობის, რუტინისგან. გახშირდება ფიქრი ემიგრაციაზე, მოქალაქეობის შეცვლაზე.

კირჩხიბი: დასრულდება პროექტი, რომელზეც თანამოაზრეებთან ერთად მუშაობდით. საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით, რომანი შეიძლება გააბათ ასაკით უმცროს ადამიანთან.

ლომი: შეიძლება გადაწყვიტოთ პროფესიის კარდინალურად შეცვლა ან საცხოვრებელი ადგილის. მიიღებთ დოკუმენტს, რაც იურიდიულად იმოქმედებს თქვენს სტატუსზე.

ქალწული: დაასრულეთ დაწყებული პროექტი, რათა მალევე მოემზადოთ ახლის დასაწყებად. ზოგიერთი გადაწყვეტთ საზღვარგარეთ მუშაობას ან სწავლას, თუნდაც ონლაინ.

სასწორი: დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გადაიხადით ვალები, გადასახადები. უნდა დაძლიოთ ის შიშები, რაც ხელს გიშლით ცხოვრებაში, განვითარებაში.

მორიელი: მშვიდად მოაგვარეთ პრობლემები საქმიან ურთიერთობაში, შეიძლება ზოგიერთ პარტნიორთან დაასრულოთ თანამშრომლობა. ცვლილებები გელოდებათ სასიყვარულო დამოკიდებულებაშიც.

მშვილდოსანი: შეგეცვლებათ სამუშაო პირობები, დამოკიდებულება კოლეგებთან. საღამოს მეტად მოგინდებათ დასვენება, საკუთარი თავის განებივრება სპა-პროცედურებით, გემრიელობებით.

თხის რქა: ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ და არა ისე, როგორც საზოგადოებაშია მიღებული. შემოქმედებითი პროექტების განხორციელება მოგიტანთ აღიარებას, ფულს.

მერწყული: კოლეგებთან შეთანხმებულად იმუშავეთ, მათთან ერთად დაგეგმეთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვაროთ.

თევზები: სწავლის ან მუშაობის დროს იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ყურადღებით მოაგვარეთ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეზობლებთან.