14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გარშემო საიმედო ადამიანები შემოიკრიბეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმე, რომელშიც ბოლომდე გარკვეული არ ხართ. მოერიდეთ მგზავრობას შორ მანძილზე.

ტყუპი

თუ არ ხართ დარწმუნებული პარტნიორში, ნუ გადადგამთ მნიშვნელოვან საქმეს. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა.

კირჩხიბი

გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოსალოდნელია ტყუილი, უზუსტობა, ღალატი პარტნიორების მხრიდან. დღეს ნუ დაიწყებთ მკურნალობას.

ლომი

დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეებიც არ დაგრჩეთ უყურადღებოდ, გაერთოთ კიდეც და ოჯახის წევრებსაც არ მოანატროთ თავი.

ქალწული

გააუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ურთიერთობა მშობლებთან. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, თუ ბოლომდე დარწმუნებული და ყველა დეტალში გარკვეული არ ხართ.

სასწორი

გაგიტაცებთ ყველაფერი საიდუმლოებებით მოცული. თუმცა, მოერიდეთ უცხო, ბნელი გზით სიარულს. ნუ მიაქცევთ გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას.

მორიელი

ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ახლობლების გრძნობებზე თამაშს. ნუ გარისკავთ, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში.

მშვილდოსანი

მოერიდეთ რჩევა-დარიგებების გაცემას. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას, გაღიზიანებულობას.

თხის რქა

დღეს თქვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. იყავით დაკვირვებული, გააზრებულად იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ უცხოებთან და უცხოელებთან.

მერწყული

გამოცდა მოუწყვეთ ადამიანებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, წყარო. მეგობრობის სახელით ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში.

თევზები

აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მოერიდეთ დაუკვირვებელი ნაბიჯის გადადგმას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით