კურო
დღეს მიხვდებით, რომ საკუთარი სიჯიუტით ზოგჯერ საქმეს აფუჭებთ ხოლმე. მოსალოდნელია უსიამოვნება მშობლებთან, შვილებთან, ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორებთან. დღეს უმჯობესია განმარტოებით დაისვენოთ, რადგან სტრესული და ტრავმული დღე გელით.
ტყუპი
თქვენი წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. გამოიყენეთ თქვენი არტისტული ნიჭი. მანქანა რომც გაგიფუჭდეთ, გამოძახებულმა ტაქსიმ დაიგვიანოს და ა.შ. ფეხით მიდით, არ დააგვიანოთ შეხვედრაზე,
კირჩხიბი
კრიზისი გელით შემოქმედებით სფეროსა და ფინანსებში. მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობაში. ზოგიერთ კირჩხიბს მშველელად მშობელი ან ნათესავი გამოუჩნდება. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს.
ლომი
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან უმნიშვნელო უსიამოვნებამაც კი შეიძლება სამუდამოდ დაგაკარგვინოთ მეგობარი, სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორი. ყველა კამათი მშვიდობიანად მოაგვარეთ და არავისთან გაწყვიტოთ კავშირები.
ქალწული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, შეიძლება ზოგიერთ ურთიერთობასაც დაუსვათ წერტილი და ამასთანავე, ახალ ეტაპზე გადასასვლელად მოემზადეთ.
სასწორი
კარგი დღეა ნიჭისა და შესაძლებლობის გამოსავლენად. ნუ შეუშინდებით კონკურენციას. კარგი დღე ელით სარეკლამო სფეროში, სპორტსა და შოუბიზნესში მოღვაზე სასწორებს.
მორიელი
ძალები მოიკრიბეთ და ბრძოლისთვის მოემზადეთ. ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტის გამო კონფლიქტი კოლეგებთან ან საკუთარი ინტერესების დაცვა უფროსთან.
მშვილდოსანი
დღეს მეტად აქტიური იქნებით და ძველი საქმეების დასრულებაც არ გაგიჭირდებათ. ამასთანავე, კარგი დღეა ახალი საქმეების გასაცნობად. დღეს შეიძლება სპორტულ, შეჯიბრებებშიც ჩაერთოთ, პოლიტიკაშიც და ავანტიურაშიც.
თხის რქა
დააკვირდით მოვლენებს, მაგრამ ნუ ჩაერევით. არ წამოიწყოთ ახალი პროექტები, დაასრულეთ ძველები. მოსალოდნელია ცვლილებები სასიყვარულო და საოჯახო სფეროში.
მერწყული
რომ არ გადაიღოთ, გადაანაწილეთ საქმეები. ზოგიერთი ხვალისთვისაც გადადეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით შუა თებერვალში დაბადებულებმა. მოსალოდნელია, სტრესული და ტრავმული სიტუაციები.
თევზები
შესაძლოა გარშემო მყოფთა სკანდალის მომსწრე გახდეთ, მაგრამ არ ჩაერიოთ და უფრო მეტიც, არავის მხარე არ დაიჭიროთ. საკუთარი ინტერესების დასაცავად შეიძლება კანონის, წესების სწავლამ მოგიწიოთ. კარგი დღეა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.