კურო
გაანალიზეთ თქვენი ყოველდღიური საქმეები და სურვილები. ეცადეთ, სურვილების ასრულებამ საქმიანობაში და მუშაობამ სურვილების რეალიზებაში არ შეგიშალოთ ხელი.
ტყუპი
წარმატებული დღე გელით. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. მთავარია, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეთ, ვინც სწორ გზაზე დაგაყენებთ, რჩევებს მოგცემთ.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეების პარალელურად ოჯახის წევრებისა და ნათესავების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. საღამოს განტვირთვის მიზნით, საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ.
ლომი
ნაკლებად იკონტაქტეთ კოლეგებთან და პარტნიორებთან. საზოგადო თემებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსალოდნელია კონფლიქტი. აგრეთვე ნუ გექნებათ მათი დახმარების იმედი, ყველა საქმე დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ.
ქალწული
ნუ ჩაახედებთ გარშემო მყოფებს საკუთარ საქმეებში. ეცადეთ, ყველა პრობლემას თავად გაუმკლავდეთ. მოერიდეთ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან კამათს.
სასწორი
გაუფრთხილდით პირად ნივთებს. აგრეთვე, ნუ იქნებით ზედმეტად გულუბრყვილო, მიმნდობი და ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. ნუ გაებმებით საეჭვო საქმიანობაში.
მორიელი
ზოგიერთი ამბის ან ნოსტალგიის გამო შეიძლება ეს დღე მოწყენილი და უინტერესო გეჩვენოთ. ამიტომ, დილიდან ისე მოიქეცით, ისე განეწყვეთ, რომ მთელი დღე მხიარულად გაატაროთ.
მშვილდოსანი
გარშემო მყოფების დახმარების გარეშე საქმეების დასრულებას ვერ შეძლებთ. ამიტომ, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ და თავადაც ”თავჩარგულმა” იმუშავეთ.
თხის რქა
თუ არასაჩქარო საქმეების სამომავლოდ გადადებას და დღევან დღეს დასვენებას, საკუთრ თავში გარკვევას დაუთმობთ, უკეთესი იქნება.
მერწყული
დროა, გააკონტროლოთ ფინანსური საკითხები. აკონტროლეთ ხარჯი, მოიძიეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. სხვათა შორის, თქვენი ჰობი შეიძლება მეორე პროფესიად გექცეთ.
თევზები
მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით. დაქორწინებულებმა ან შეყვარებულებმა კი მაქსიმალურად უნდა მოინდომონ ურთიერთობის გაძლიერება და გაუმჯობესება.