ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:4-ზე, მთვარე ქალწულშია
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ვერძი
მთელ დროსა და ყურადღებას სამუშაო საკითხების მოგვარებას დაუთმობთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარშიც კი გსურს განიხილოთ იდეები და პროექტები. გირჩევთ, გულწრფელად უთხარით მათ, რომ თქვენ უნდა დაასრულოთ ის საქმეები, რაც დღეს დაგეგმეთ და მათი დახმარება გჭირდებათ.
კურო
დღეს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, რაც ხელს შეგიშლით კომუნიკაციასა და რაციონალურად აზროვნებაში. შეეცადეთ შეზღუდოთ კონტაქტები, შეხედეთ რა ხდება პოზიტიური თქვენ გარშემო, მოძებნეთ სარგებელი რთულ სიტუაციებშიც კი.
ტყუპი
დღეს სწრაფად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება და ახალ გარემოებებზე რეაგირება. რაც უფრო მეტს დაუკავშირდებით და ესაუბრებით სხვებს, მით უფრო მაღალია მომგებიანი შეთავაზების მიღების ან სასარგებლო ინოვაციური იდეის მოსმენის შანსი. ნუ დაგეგმავთ ნურაფერს, იმოქმედეთ ინტუიციურად.
კირჩხიბი
დღეს კოლეგებისგან დახმარებას არ უნდა ელოდოთ, დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს მომავალ მოვლენებზე, ამიტომ იმოქმედეთ შეგნებულად და გათვალეთ ყველა რისკი. არ გირჩევთ სიტუაციის დრამატიზირებას; სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც ახლა ფიქრობთ.
ლომი
გირჩევთ, სხვების კრიტიკა უფრო მშვიდად მიიღოთ, არ გაბრაზდეთ და არ განაწყენდეთ. გაითვალისწინეთ შენიშვნები, დაფიქრდით თქვენს შეცდომებზე და გამოასწორეთ ისინი. თუ გუნდში მუშაობთ, დაიკავეთ პასიური პოზიცია და დააკვირდით რა ხდება. ხშირ-ხშირად დაისვენეთ.
ქალწული
დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდისა და გონივრულობის შენარჩუნება, კოლეგების ნდობა და აზრების მკაფიოდ გამოხატვა. დღევანდელი დღე უფრო შესაფერისია დაგეგმვისა და სწავლისთვის, ვიდრე აქტიური მოქმედებებისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულებას დაუთმეთ.
სასწორი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა მოსალოდნელი. ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაგვარებთ. კმაყოფილებას და კარგ შედეგებს მოიტანთ ჰობი თუ შემოქმედებითი საქმიანობა. ერთადერთი, განწყობა შეიძლება გაგიფუჭოთ თქვენ მიმართ გამოთქმულმა ნეგატიურმა კომენტარმა ან კრიტიკამ.
მორიელი
დააკვირდით რას ეუბნებით თანამოსაუბრეებს, გამოიჩინეთ პატივისცემა და ინტერესი მათ მიმართ. მაშინ ნეგატიური ადამიანებიც კი დაგიჭერენ მხარს. ბინის ინტერიერის გადაწყობა ან შეცვლა განწყობას გაგიუმჯობესებთ და თავდაჯერებულობას შეგძენთ.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტი, მეტი იფიქრეთ სხვების გრძნობებზე, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ მათთან დაკავშირება. თქვენთვის მნიშვნელოვანია საღამოს დაძაბული ემოციური მდგომარეობის განმუხტვა. შეგიძლიათ წვეულებაზე წასვლა, მეგობრებთან შეხვედრა და გართობა.
თხის რქა
სერიოზული საუბარი გელოდებათ თქვენს პარტნიორთან. ღიად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებსა და გამოცდილებაზე, შესთავაზეთ გადაწყვეტილებების დიპლომატიურად და შეთანხმებულად მოგვარება. არ დაეთანხმოთ საეჭვო ფინანსურ ტრანზაქციებს, შეგიძლიათ ბევრი დაკარგოთ.
მერწყული
დღეს აჩქარება შეცდომებამდე და პრობლემებამდე მიგიყვანთ, ამიტომ ყველაფერი კომფორტული ტემპით გააკეთეთ და სამუშაო საკითხებზე კონცენტრირდით. გადადეთ უფროსებთან საუბარი. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, ისაუბრეთ გულწრფელად, განიხილეთ ზოგადი გეგმები.
თევზები
ნუ განაწყენდებით, თუ გეგმები ხშირად შეგეცვლებათ და ზოგიერთი ღონისძიება ხელახლა უნდა დაიგეგმოს. ეძებეთ სარგებელი და პოზიტივი ახალ სიტუაციაში, გამოიყენეთ თქვენი თავისუფალი დრო დასვენებისთვის. არ გირჩევთ ძვირფასი დროის დაკარგვას უსარგებლო საუბრებზე.