14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს შეიძლება ახლობლებმა გეგმების შესრულებაში შეგიშალონ ხელი. ეცადეთ, პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროთ. მეტი სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, საქმიანი დოკუმენტების გაფორმებისას. სასიყვარულო სფეროში სიურპრიზები გელით. მოერიდეთ კონფლიქტებს, გადაწყვეტილებები სწრაფად და გააზრებულად მიიღეთ.

ტყუპი

რამდენიმე სარფიან წინადადებას შემოგთავაზებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ დაფიქრებისა და ახლობლებთან განხილვის შემდეგ მიიღეთ. პირად ურთიერთობაში მოსალოდნელია წყენა და პრეზენტიები.

კირჩხიბი

თუ ხვდებით, რომ კოლეგები გავიწროვებენ ან უფრო მეტი, თქვენი ადგილის დაკავება სურთ, მეტად უნდა იაქტიუროთ. ნუ მოახვევთ საკუთარ აზრს თავს გარშემო მყოფებს. კარგი დღეა მასაჟისა და გამოძინებისთვის. მოერიდეთ საყიდლებს.

ლომი

ნუ აიღებთ საკუთრ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, სამუშაოს. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან; ოჯახში მოსალოდნელია მწვავე დისკუსიები და კონფლიქტი.

ქალწული

მუშაობაში "ოქროს შუალედი" უნდა შეინარჩუნოთ. მოერიდეთ გადაღლას. აკონტროლეთ ემოციები. დაგეგმეთ უქმეები. ეცადეთ, დასვენება სასარგებლო საქმიანობას შეუთავსოთ.

სასწორი

სავსემთვარებაზე თქვენ სხვებზე მეტად უნდა გაფრთხილდეთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ ყველა სიტუაციაში, მეტად დასვენეთ. ნუ იჩქარებთ იდეების აფიშირებას. პირად ურთიერთობაშ მეტი მოთმენა გმართებთ, ნუ დაძაბავთ სიტუაციას.

მორიელი

დინამიკური დღე გელით, – ყველაფერი უნდა მოასწროთ, გააკონტროლოთ. დღეს ენერგია რამდენიმე საქმეზე უნდა გადაანაწილოთ. მოერიდეთ გაუგებრობასა და კონფლიქტებს კოლეგებთან და ახლობლებთან. საღამო ისეთი ადამიანების გვერდით გაატარეთ, ვინც სიმშვიდესა და კომფორტს შეგიქმნით.

მშვილდოსანი

არავინ ჩაახედოთ თქვენს საქმეში, არ გაანდოთ ახალი იდეები. გზიდან ჭკვიანურად ჩამოიცილეთ ყველა ის "მეგობარი", ვინც წარმატებაში ხელს გიშლით. კარიერულ და პირადულ ცვლილებებს მშვიდად შეხვდით.

თხის რქა

მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. შეამცირეთ ფულის ხარჯვა, ფიზიკური აქტივობა, ემოციური გადაღლილობა. მიხედეთ ჯანმრთელობას. მოიძიეთ ინფორმაცია, რაც იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ.

მერწყული

მოიმატებს კონკურენცია. გარშემო მყოფებს აღიზიანებთ თქვენი წარმატება. ამიტომ, ნუ იქნებით ყველას მიმართ გულგახსნილი. მოიძიეთ ინფორმაციები, დღეს შესაძლებლობა გაქვთ, ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღოთ პასუხი. ნუ იჩქარებთ იდეების განხორციელებას. მოაგვროვეთ ინფორმაციები სამომავლო პროექტებისთვის.

თევზები

დღეს მეტად უნდა დაუთმოთ, დაარეგულიროთ ურთიერთობა, კომპრომისზე წასვლაც მოგიწევთ. აკონტროლეთ ემოციები. გაუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ურთიერთობებს. კარგი დღეა სპორტისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით