ავტორი:

15-21 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15-21 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

იოლად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფიზიკური აქტიურობა, იმუნიტეტის გაუმჯობესება. შეიძლება ჩაერთოთ სპორტულ შეჯიბრებებში. ნუ ეცდებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას. პირიქით, იყავით რომანტიკული და მომართული კავშირის გამყარებაზე.

კურო

საოჯახო ვალდებულებებით იქნებით დატვირთული. სამსახურში მოგიწევთ საქმეების დასრულება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მოინახულეთ მშობლიური ადგილები. დაასრულეთ რემონტი, ბინის კეთილმოწყობა. კვირის ბოლოსკენ თქვენთვის მხიარულების, გართობის და რომანტიკის დრო დგება. ზოგიერთმა შეიძლება საკურორტო რომანი გააბათ.

ტყუპი

გახშირდება კომუნიკაცია, საქმიანი შეხვედრები და მივლინება. კარგი კვირაა დაწყებული ვალდებულებების დასასრულებლად. ყურადღებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. ეცადეთ, სამსახურში ყველა საბუთი წესრიგში გქონდეთ. თავისუფალი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. მათთან ერთად დაგეგმეთ საინტერესო და მხიარული უქმეები.

კირჩხიბი

მოგინდებათ ბინის კეთილმოწყობა, კომფორტის შექმნა. სიმშვიდეში განმარტოება და ხანდახან მუშაობაც კი. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ ან საოჯახო ბიზნესში ჩართვა. იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ნათესავებთან. საუკეთესო პერიოდია აგარაკის მოსაწყობად და ოჯახური შეკრებებისთვის.

ლომი

იყავით მომართული თვითრეალიზებაზე, კარიერულ წინსვლაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. კარგი პერიოდია დაწყებული საქმეების დასასრულებლად. იყავით საუკეთესო, რადგან აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის, საჩუქრად ან მატერიალურ ჯილდოს, რაც საშუალებას მოგცემთ, აისრულოთ სურვილები, შეიძინოთ ის ნივთები, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ქალწული

მეტი დრო უნდა დაუთმოთ თვითრეალიზაციას, თვითგანვითარებას. მოგინდებათ მცოდნე ადამიანებთან საინტერესო საკითხებზე მსჯელობა. ეს კვირა გამოიყენეთ ყველა საქმის, პროექტის, თუ საჭიროა, ურთიერთობის დასასრულებლად, რათა მომავალი კვირიდან, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა ან ახალმთვარეობიდან ახალი ენერგიით დაიწყოთ ახალი საქმეები.

სასწორი

სპეციალურად არაფერი დაგეგმოთ, მიჰყვებით მოვლენებს. მშვიდი, ყოველდღიური საქმეებში შეასრულეთ და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ენერგიის აღდგენას. დააკვირდით სიზმრებს, შეიძლება თქვენს კითხვებზე პასუხს მინიშნებებში მიაგნოთ. ადვილად ამოიცნოთ გარშემო მყოფთა განზრახვებსაც.

მორიელი

საუკეთესო კვირაა ურთიერთობების დასარეგულირებლად მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. თუ დაქორწინებული ხართ, იყავით მზრუნველი, რომანტიკული მეუღლის მიმართ. დაასრულეთ საქმეები, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, დაწინაურებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

საქმიან პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები, იზრუნეთ მათ საუკეთესოდ დასრულებაზე. იყავით მიზანმიმართული და თანმიმდევრული. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რა არის მთავარი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ და გაატარეთ.

თხის რქა

შეადგინეთ ყოველი დღის სამოქმედო გეგმა. იყავით მომართული საქმეების განვითარებაზე, დასრულებაზე. აგრეთვე საუკეთესო კვირაა მოგზაურობისთვის, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ან უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. იყავით მომართული ცხოვრების გასაუმჯობესებლად, დღესასწაულების მოსაწყობად. კვირის ბოლოს ამაყი იქნებით საკუთარი თავით, მიღებული შედეგებით.

მერწყული

საუკეთესო პერიოდია დასვენებისა და რომანტიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იყავით ცნობისმოყვარე, დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები. ზოგიერთმა შეიძლება ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გადაწყვიტოთ, მაგრამ მოერიდეთ რისკს, ექსტრიმს. უქმეებზე შეხვდით ნათესავებს და დელიკატირად მოაგვარეთ საოჯახო, სამემკვიდრეო თემები.

თევზები

სამსახურის ვალდებულებები დაკვირვებით მოაგვარეთ. იყავით მომართული დაწყებული საქმეების, პროექტების დასრულებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. გაახალისეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოუწყვეთ რომანტიკული უქმეები. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ შვებულების, ქალაქგარეთ ყოფნის დროს.