საინტერესო კვირა გველოდება, მთელი ყურადღება მზის დაბნელებაზე იქნება ორიენტირებული, რაც ერთი მხრივ დასრულების წერტილი და მეორე მხრივ ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:
15-16 სექტემბერს მარსი და ვენერა ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან და სივრცეს სიმსუბუქით, ვნებითა და ენერგიით ავსებენ. ეს იდეალური დროა პაემნებისთვის, ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ერთობლივი საქმეებისა და შემოქმედებითი პროექტებისთვის. ეს ის დღეებია, როდესაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ურთიერთობები და ჩაერთოთ შემოქმედებით პროექტებში.
18 სექტემბერს მერკური სასწორს ეწვევა და დაძაბულობას შექმნის რეტროგრადულ ნეპტუნთან ვერძში. შეთანხმების მიღწევა იოლი არ იქნება, რადგან დიპლომატიას, ბალანსს, აზროვნებას ეჯახება ფანტაზიები, ილუზიები. დაპირებები ლამაზად ჟღერს, მაგრამ არ ასრულდება. თუმცა, ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებისა და მედიტაციისთვის.
19 სექტემბერს ვენერა ქალწულში გადავა. ურთიერთობების თემა უფრო პრაქტიკული და მიწიერი გახდება: აქცენტი გადადის ზრუნვაზე, ერთგულებასა და რეალურ სარგებელზე. სიყვარული ხდება სარგებლიანი. 20-ში ვენერა დაძაბულ ასპექტშია რეტროგრადულ ურანთან. გაჩნდება არასტაბილურობა ურთიერთობებსა და ფინანსებში. იქნება მოულოდნელობები, უეცარი ემოციური ცვლილებები, თავისუფლების სურვილი. ურთიერთობებსა და ფინანსებში მეტი ყურადღება გმართებთ.
21 სექტემბერს, 21:41 საათზე, ქალწულში მზის დაბნელება ხურავს დაბნელებების შემოდგომის სეზონს . ეს არის განწმენდის, დასრულების, შინაგანი აუდიტის პერიოდი. რეტროგრადულ სატურნთან ოპოზიცია ზრდის ზეწოლის, პასუხისმგებლობის გადახედვის აუცილებლობას. მზის დაბნელება როგორც ბევრი ადამიანის, ისე მთელი რიგი სახელმწიფოების ცხოვრებაში ერთგვარი „შემოტრიალების წერტილი“ გახდება. მოსალოდნელია ბევრი რამის ახლებურად დაწყება.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!