ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 22:32-ზე, მთვარე ვერძში გადაბრძანდება 02:45-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
ვერძი: კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. იყავით მომართული მეგობრულობაზე. იყავით დიპლომატიური, თუ სახელმწიფო ინსტანციებთან გელით კონტაქტი.
კურო: დელიკატური უნდა იყოთ და დიპლომატიურად აარიდოთ თავი უსიამოვნებებს. კარგი დღეა პირადი და სამსახურებრივი საკითხების მოსაგვარებლად. ზოგიერთს მოგინდებათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.
ტყუპი: გამონახეთ საიმედო პარტნიორები, თუ ხვდებით, რომ საქმეებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ. თუ რამე პირველ ჯერზე არ გამოგივათ, ნუ მიატოვებთ, აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.
კირჩხიბი: გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა ასაკით, თანამდებობით უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. ისინი თქვენთვის არც რჩევას დაიშურებენ და რაც დახმარებას.
ლომი: მოიმატებს საქმიანი აქტიურობა, მაგრამ ახალი პროექტების დაწყებას დღეს არ გირჩევთ, უმჯობესია, ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზოთ. შეხვდით კოლეგებს, განიხილეთ დეტალები.
ქალწული: დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის, საქმიანობის მიტოვება გადაწყვიტოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ პატარებზე; გაატარეთ საღამო საინტერესოდ.
სასწორი: საინტერესო იდეები გაქვთ და გააცანით იგი გავლენიან ადამიანებს, მაგრამ დღეს მათ განხორციელებას ნუ დაიწყებთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის გიკარნახებთ, ვის უნდა ენდოთ და ვისგან შორს უნდა იყოთ.
მორიელი: გაგიჩნდებათ ახალი მიზანი, ინტერესი. მოგინდებათ საკუთარი იდეების განხორციელება, მაგრამ ნუ აჩქარდებით. უმჯობესია, ყველაფერი კარგად გათვალოთ და კონკურენტებს არ შეუშინდეთ.
მშვილდოსანი: მოგიწევთ საზოგადოებრივ საქმეებში ჩართვა, სახალხოდ გამოსვლა. კარგი დღეა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად. საღამოს უმასპინძლეთ მეგობრებს. იყავით გულუხვი და ხალისიანი მასპინძელი.
თხის რქა: დაგეგმეთ ახალი საქმეები, პროექტები. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მოსალოდნელია შეხვედრა ან ზარი ადამიანთან, ვინც დიდ ხანია გენატრებათ.
მერწყული: საქმიანი შეხვედრები, მივლინება გელოდებათ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მათი დახმარებით იდეების განხორციელებას შეძლებთ. ზოგიერთს ხელშეკრულების გაფორმება.
თევზები: ნუ შეუშინდებით საქმეების სიმრავლეს, ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით. დახმარებას გაგიწევენ ენერგიული და და ოპტიმისტი ადამიანები. საქმიანი ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.