15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება კოლეგებთან და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. სასიხარულო ამბები მხოლოდ შინაურებს გაუმხილეთ.

ტყუპი

გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრების პირობები. სამსახურებრივი საქმეები. საჭირო ინფორმაციებს მთელი დღის განმავლობაში მიიღებთ, მაგრამ საღამოს მაქსიმალური ყურადღება გმართებთ.

კირჩხიბი

თუ საკუთარ თავში არ ჩაიკეტებით და მეგობრების მიერ ორგანიზებულ მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდებით, საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. მათ შორის იმასთანაც, ვისაც შეიძლება მომავალში ბედი დაუკავშიროთ.

ლომი

კარგი დღეა შეხვედრების, გეგმების განხილვისა და აზრთა გაცვლისთვის. დღეს შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენს მომავალში.

ქალწული

მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ მოსაუბრის სიტყვებს. გამორიცხული არაა, მას თქვენი მოტყუება, ფინანსურ მაქინაციაში გახვევა ჰქონდეს განზრახული. აგრეთვე, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

სასწორი

პრობლემებსა და საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით და დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო. შესაძლებელია, სიმპათიის ობიექტთან ფლირტი სერიოზულ რომანში გადაგეზარდოთ.

მორიელი

მოერიდეთ ცვლილებებს. განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. აგრეთვე, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ნუ ჩაერთვებით ფინანსურ ოპერაციებში. კარგი დღეა ცოდნის გაღრმავებისთვის, ახლის შესასწავლად.

მშვილდოსანი

დილით შესაძლოა საქმეების გამო დღე ცოტათი დაძაბული მოგეჩვენოთ, მაგრამ უკვე შუადღისთვის ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება. საღამოს კი საყვარელი ადამიანი ან ფულით დაგეხმარებათ, ან კარგ საჩუქარს მოგართმევთ.

თხის რქა

კარგი დღეა ახალი იდეების თანამოაზრეებისთვის გასამხელად, მათთან ერთად ახალი საქმეების დასაწყებად. ეცადეთ, ყველას მიმართ მეგობრულად იყოთ განწყობილი, მაგრამ მაინც ყველაფერი აკონტროლეთ.

მერწყული

დღეს საჭირო ადამიანს გაიცნობთ და მისი დახმარებით თქვენს საქმეებსაც მოაგვარებთ და ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ. მაგრამ ეცადეთ, მისი ცხოვრების პირადი დეტალები სააშკარაოზე არ გამოიტანოთ.

თევზები

დაუგეგმავი ხარჯი თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს. მაგრამ ვერაფერს შეცვლით. შეიძლება იმან დაგამშვიდოთ, რომ ახლობლებისგან რამდენიმე დღეში ძვირფას საჩუქარს ან ფულად დახმარებას მიიღებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით