15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ხშირად და გულწრფელად შეაქეთ საყვარელი ადამიანი, რაც კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ მასთან ურთიერთობას.

ტყუპი

ახალი პროქეტების განხორციელების დროა, შრომა დაგიფასდებათ. რომანტიკული ნაცნობობა გელით. მეტად გამოავლინეთ თქვენი დადებითი თვისებები. დღის განმავლობაში ხშირად დაისვენეთ, წაივარჯიშეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე კარგად გაერკვიეთ ფაქტებში და რჩევა პროფესიონალებს ჰკითხეთ. გაახალისეთ ოჯახის წევრების ცხოვრება. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მომთმენი, მოსიყვარულე. ნუ აჩქარებთ აქტიური ქმედებებისთვის.

ლომი

წარმატების მიღწევის, ბიზნესის გაფართოების შანსი მოგეცემათ. გარშემო მყოფებთან მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ ეჭვიანობას, შეინარჩუნეთ ჰარმონია. გვიანობამდე ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ გაჩერდებით.

ქალწული

პროექტების განსახორციელებლად მეტი მონდომება გმართებთ. ინვესტორებთან "არ მწვადი დაწვათ, არც შამფური". მოაგვარეთ ოჯახური საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

სასწორი

სწორი გადაწყვეტილების მიღებაში პროფესიონალების რჩევა დაგეხმარებათ. მეტი ყურადღება გმართებთ უფროსი ნათესავების მიმართ. გაუფრთხილდით კუჭს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით გაანებივრეთ.

მორიელი

მოინდომეთ და დასახულ მიზნებს განახორციელებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. ნუ მიირთმევთ მძიმე და ცხიმიან საკვებს. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ იდეების განხორციელებისას. ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეებს, სადაც არაფერი გაგეგებათ. კარგი დღეა რემონტის დასაწყებად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი მის მიმართ.

თხის რქა

ბიზნესის გასაფართოებლად მეტად გამოიყენეთ ახალი მეთოდები. ნაკლები იწუწუნეთ, იბუზღუნეთ და მეტი იმუშავეთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, პასიურად დაისვენთ.

მერწყული

აკონტროლეთ მუშაობის ხარისხი. ზოგიერთს დაწინაურება ელის. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობთ, პირველმა გადადგით ნაბიჯი შესარიგებლად. საღამოს კარგია მედიტაცია.

თევზები

ენერგიული ხართ, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებებისთვის. რომატიკული ნაცნობობა გელით. ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ახალგაცნობილზე.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით