15 აგვისტოს დაბადებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს სიტუაციის სადავეები გონივრულად მართოს

15 აგვისტოს დაბადებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს სიტუაციის სადავეები გონივრულად მართოს

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 151 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 15 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

15 აგვისტოს დაბადებული ადამიანები ლიდერული თვისებების მქონე და ძალზე მამაცი პიროვნებები არიან. გააჩნიათ შესანიშნავი ორგანიზატორული შესაძლებლობები და ყოველთვის ცდილობენ შექმნილი სიტუაციის სადავეები გონივრულად მართონ. მათ კარგად ესმით სოციუმის მოთხოვნები და არცთუ იშვიათად იკავებენ მაღალ თანამდებობრივ პოსტებს სწორედ ზემოთ ხსენებული თვისებების გამო.