კურო
დღის პირველი ნახევარი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს. საღამოს მეტი დრო გაატარეთ სასიყვარულო პარტნიორთან. ზრუნვა და სიყვარული საუკეთესო წამალზე უკეთესად გიმკურნალებთ.
ტყუპი
დილით მცირე შეფერხებებია მოსალოდნელი საქმიანობასა და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. თუმცა, დღის განმავლობაში სიტუაცია დარეგულირდება და უსიამოვნებებს ადვილად გაუმკლავდებით. საღამო მშვიდ ვითარებაში გაატარეთ.
კირჩხიბი
დღის განმავლობაში სახლშიც და სამსახურშიც გაურკვეველი დისკომფორტი შეგაწუხებთ. პასიურად ყოფნას ისევ მუშაობა გირჩევნიათ. დროსაც გაიყვანთ და აბეზარი ფიქრებისთვისაც აღარ დაგრჩებათ დრო. საღამო იდეალურია პაემნისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ლომი
სამსახურებრივი საქმეების მიუხედავად ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. დღის განმავლობაში ხშირ–ხშირად შეეხმიანეთ. მოერიდეთ მწვავე დისკუსიებში ჩართვას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
საქმეების მოსაგვარებლად ახლობელ ადამიანს მიმართეთ, ვინც გაჭირვებისას არ მიგატოვებთ. თავად ნუ მოცდებით გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევასა და ჭორაობაზე. იმუშავეთ, რადგან თქვენი წარმატება და შემოსავალი სამუშაოს შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული.
სასწორი
დილიდანვე დაისახეთ მიზანი და იმუშავეთ მის მისაღწევად. ნუ ეცდებით ვინმესთვის სამაგიეროს გადახდას; ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას. საღამოს საკუთარი თავი ტკბილეულით გაინებივრეთ.
მორიელი
საკუთარი თავისთვის მხოლოდ საღამოს მოიცლით, რადგან მთელი დღე კოლეგების, ახლობლების საქმეების მოგვარებით, მათი დახმარებით იქნებით დაკავებული. ნუ გადაუშლით გულს ნურავის; გაფრთხილდით, ინტრიგებში არ გაეხვიოთ. საღამოს გამონახეთ დრო და შეხვდით საყვარელ ადამიანს; დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით.
მშვილდოსანი
საკუთრ ინტერესებზე წინ კოლეგების, ახლობლების ინტერესები დააყენეთ. დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში. ყურადღებით იყავით. დღეს მიხვდებით, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – არა. საღამოს თანამოაზრეებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გელით.
თხის რქა
საქმეების პარალელურად პირად ცხოვრებაზე, მის დარეგულირებაზეც იფიქრეთ. პარტნიორთან ერთად განიხილეთ ფინანსური საკითხები. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ ან გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.
მერწყული
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. საქმეებში დახმარება მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ. კარგად გაანალიზეთ გარშემო მყოფთა ნათქვამი, გამოიტანეთ სწორი დასკვნები.
თევზები
მოაგვარეთ იურიდიული და ფინანსური საკითხები. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ, მაგრამ მის შესანარჩუნებლად მსხვერპლის გაღებას არავინ გთხოვთ.