ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:54-ზე, მთვარე ქალწულშია
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. კარგია სეირნობა, ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი
დღეს კარგია თითოეული საკითხის შემოქმედებითი გზით გადაჭრა. უფროსობა ნამდვილად დააფასებს თქვენს ინიციატივას და შეიძლება თქვენი დაწინაურების გადაწყვეტილება მიიღონ. საკმარისი ენერგია და ძალა გექნებათ დღის ბოლომდე.
კურო
დღე დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეებით: ამ გზით სწრაფად მოხვალთ სამუშაო განწყობაზე და დაასრულებთ ყველაფერს იდეალურად, რაც დღეისათვის დაგეგმილი გაქვთ. მიუდექით სამუშაოს პრაქტიკული თვალსაზრისით.
ტყუპი
შეაჯამეთ თქვენი სამუშაო, იფიქრეთ დაშვებულ შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზე. არ გეპატიებათ დროის ტყუილად დაკარგვა და არასწორი გადაწყვეტილების მიღება. დაფიქრდით ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე.
კირჩხიბი
დატვირთული დღე გელით. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ სწრაფად, მაგრამ ყოველთვის გაითვალისწინეთ შედეგები. დღეს ნუ აიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რადგან ისედაც ბევრი საკითხის გადაჭრა გიწევთ.
ლომი
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. შეიძლება შეხვდეთ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ზოგიერთმა შეგიძლიათ მიიღოთ დაწინაურება ან საინტერესო სამუშაო შეთავაზება.
ქალწული
მიჰყევით გარემოებებს, მშვიდად მიიღეთ ცვლილებები და დღე წარმატებით ჩაივლის. განიხილეთ ყველა შეთავაზება და შესაძლებლობა, თუნდაც ისინი სარისკო ჩანდეს. დღეს ყველას უნდა აჩვენოთ თქვენი საუკეთესო თვისებები.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თითოეული შესაძლებლობა. დაგებადებათ იდეები და წინადადებები, რომლებიც მომავალში წარმატებას და მნიშვნელოვან მოგებას მოიტანთ. დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას, დაისვენეთ, იყიდეთ თქვენთვის სასიამოვნო საჩუქარი.
მორიელი
სამსახურში ყველაფერი კარგად გამოდით. მოერიდეთ ყველა რისკს. გაატარეთ მეტი დრო ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ერთად. გელით სასიამოვნო მომენტები და მხიარული შეგრძნებები. ახლობლები მოგცემენ სიყვარულს, ემოციურად გაგაძლიერებენ.
მშვილდოსანი
მიმდინარე ცვლილებები ნუ გაგაღიზიანებთ. ყველაფრისთვის მომზადება და ყველაფრის განჭვრეტა შეუძლებელია, თუმცა ნებისმიერი ცვლილება წინსვლისა და გამარჯვებისკენ გიბიძგებთ. შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად, ნუ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.
თხის რქა
თავს შეგახსენებთ ძველი საქმეები ან ურთიერთობები. იყავით გააზრებული და აკონტროლეთ ემოციები. სამსახურში გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, მეტად დაისვენოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მერწყული
მოემზადეთ აქტიური, საინტერესო დღისთვის. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებთ ზედმეტ შეცდომებს. თუ შესაძლებელია, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაზრდილი ემოციური ფონი არ მოგცემთ საშუალებას სწორად შეაფასოთ ის, რაც გარშემო ხდება.
თევზები
გარშემო უამრავი მოვლენა ხდება და მშვიდი ცხოვრების დავიწყება ცოტა ხნით მოგიწევთ. გელოდებათ მეტი კომუნიკაცია, საინტერესო ხალხის გაცნობა. თქვენმა ოცნებებმა შეიძლება ახდენა დაიწყოს. პირად ურთიერთობებში შესაძლოა დაძაბულობა გამწვავდეს.