კურო
მეტად გამოხატეთ ემოციები. კარგი დღეა ოჯახური და ნათესაური შეკრებისთვის. ფულის ხარჯვისთვის. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ეცადეთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
ტყუპი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. ჩამოყალიბდით, რის მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ. კარგი დღეა მოლაპარეკებებისთვის. ემოციური იქნება მეგობრებთან შეხვედრა.
კირჩხიბი
გადაუდებელი საქმეების შესრულებას შეუდექით. მეტად გაანებივრეთ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები ტკბილი სიტყვით, საქციელით, საჩუქრით. მოერიდეთ საქმეების გარჩევას.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, შვილებს. თუმცა, მეგობრებთან ინტერნეტით მიმოწერაზეც არ თქვათ უარი. დღეს ყველა შანსი მოგეცემათ აისრულოთ სურვილები.
ქალწული
მთვარე ტყუპშია და შეიძლება ერთი საქმიდან მეორეზე გადახტეთ. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, ინტელექტუალური სამუშაოსთვის. სახლისთვის ელექტროტექნიკის შესაძენად. ივარჯიშეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
სასწორი
კარგი დღეა ცვლილებებისთვის, ახალი საქმეების დასაწყებად, ახალი ნაცნობობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გეგმების შედგენას. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.
მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას და მით უმეტეს არ ჩაერიოთ მათთან კონფლიქტში. დღეს მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებად უკეთ წარმართოთ ხვალინდელი საქმეები. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და აკონტროლეთ საკვების ვარგისიანობა.
მშვილდოსანი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, მეგობრებთან შესახვედრად, მიმოწერისთვის. დღეს ადვილად გადალახავთ ყველა დაბრკოლებას. არ დაკარგოთ დრო, შეასრულეთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ.
თხის რქა
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, გეგმების განსახილველად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად და კულტურული ღონისძიებებისათვის.
მერწყული
კარგი დღეა მოგზაურობის, თავგადასავლებისა და ინფორმაციის მოძიებისთვის. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენზეა დამოკიდებული როგორ წარმართავთ პირად ცხოვრებას.
თევზები
დღეს დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან და ხვალინდელი საქმეებიც დაგეგმეთ. გაიხსენეთ, ვინ საჭიროებს თქვენს ყურადღებას და შეეხმიანეთ. კარგია ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა.