კურო
დააკვირდით მოვლენებს, მაგრამ ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. შეეხმიანეთ იმ ადამიანებს, ვისთან შეხვედრაც გულით გსურთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
ტყუპი
მოერიდეთ გადაღლას (გონებრივსაც და ფიზიკურსაც); შეამცირეთ კონტაქტები და საკუთარ თავზე ზედმეტ სამუშაოს ნუ აიღებთ. არ გირჩევთ ხალხზე მანიპულირებას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
მთვარე თქვენს ნიშანშია. ამიტომ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს, საოჯახო საქმეებს. მოაწესრიგეთ მიმდინარე საქმეები და დაისახეთ სამომავლო გეგმები. კარგია სუფთა ჰაერზე ყოფნა, ცურვა.
ლომი
ჯერ სამსახურის საქმეებზე იფიქრეთ, შემდეგ რომანტიკაზე. ნუ გადაიღლებით, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. საღამოს მოერიდეთ თავგადასავლებს, მაგრამ შეგიძლიათ, ამ ჟანრის ფილმი ნახოთ, წიგნი წაიკითხოთ.
ქალწული
მოერიდეთ ემოციურობას ადამიანთან ურთიერთობისას. შეასრულეთ მიმდინარე საქმეები. ახლების დაწყებამდე განიხილეთ საჩოთირო მომენტები. მოერიდეთ კონფლიქტს, ურთიერთობის გარჩევას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
რთული დღე გელით და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. მოერიდეთ უფროსთან შეხვედრას და მით უმეტეს მასთან კამათს.
მორიელი
კონფლიქტური, ემოციური, პრობლემებით დატვირთული დღეა. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას, განსაკუთრებით – ფინანსურ. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, დაპირებებს. გაიძლიერეთ ჯანმრთელობა. საოჯახო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმეებისთვის; ახალი იდეების, გეგმების შესადგენად. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. ეცადეთ, პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ მათ.
თხის რქა
რთული დღეა. შეამცირეთ შეხვედრები, საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. გადახედეთ განვლილ დღეებს და ეცადეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. კარგი დღეა პროფესიის, საქმიანობის შეცვლაზე საფიქრად.
მერწყული
გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვლი, კრიტიკული. მოერიდეთ კამათს. არ გადაიღალოთ; გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამოს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, გამოიძინეთ.
თევზები
შეეცადეთ, რთულ სიტუაციებში არ დაკარგოთ კონტროლი. ყურადღებით იმოქმედეთ. არ გათქვათ იდეები, საიდუმლოებები. თუ ვიღაცამ პრეტენზიები წამოგიყენათ, დაფიქრდით, იქნებ გამოასწოროთ შეცდომა, ან საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ.